https://sputnik-georgia.com/20260518/xobshi-ukanono-sasaklao-gamoavlines-298702163.html
ხობში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
ხობში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
Sputnik საქართველო
სააგენტო ფიზიკურ პირებს აფრთხილებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე. 18.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-18T18:28+0400
2026-05-18T18:28+0400
2026-05-18T18:28+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23947/19/239471952_0:68:1296:797_1920x0_80_0_0_96bd41f7b6ecababc78fa5fddf17df88.jpg
თბილისი, 18 მაისი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ხობში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს ფიზიკური პირი, რომელსაც საკუთარი ავტომობილით გადაჰქონდა 85 კგ მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, სუბპროდუქტები (ტყავი, თავ-ფეხი, შიგნეულობა და სხვა) და პირუტყვის დაუმუშავებელი თავი. კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო ამოღებული ხორცი შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა. სააგენტოს ინფორმაციით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს. სააგენტო ფიზიკურ პირებს აფრთხილებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23947/19/239471952_72:0:1224:864_1920x0_80_0_0_8d81a2d3155926f8c021287c07c213b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ხობში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
სააგენტო ფიზიკურ პირებს აფრთხილებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.
თბილისი, 18 მაისი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ხობში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს ფიზიკური პირი, რომელსაც საკუთარი ავტომობილით გადაჰქონდა 85 კგ მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, სუბპროდუქტები (ტყავი, თავ-ფეხი, შიგნეულობა და სხვა) და პირუტყვის დაუმუშავებელი თავი.
„საქონელი დაკლული იყო სავალდებულო უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, სასაკლაოს გვერდის ავლით და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე. ასევე ხორცის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები არ შეესაბამებოდა დადგენილ ნორმებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო ამოღებული ხორცი შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა.
სააგენტოს ინფორმაციით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს.
სააგენტო ფიზიკურ პირებს აფრთხილებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.