თბილისსა და ბაქოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

© Sputnik / Alexander Imedashvili თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებელი
 თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2026
გამოწერა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული.
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისიდან აღდგება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის გამართული შეხვედრის შედეგად გახდა ცნობილი, სადაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ბაქოში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს ოქმს, რომლის თანახმად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალი მონაკვეთი სრულად ამოქმედდება.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაში.
ყველა ახალი ამბავი
0