https://sputnik-georgia.com/20260518/sharmanashvili-abortis-shesazlo-akrzalvastan-dakavshirebit-komentars-aketebs-298705722.html
ჯერ საჭიროა პატრიარქთან შეხვედრა -დეპუტატი აბორტის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით
ჯერ საჭიროა პატრიარქთან შეხვედრა -დეპუტატი აბორტის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით
Sputnik საქართველო
გუშინ პატრიარქმა განაცხადა, რომ თუ ოჯახში არის ისეთი „მძიმე ცოდვა“, როგორიც აბორტია, მაშინ „ოჯახი ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს“. 18.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-18T22:00+0400
2026-05-18T22:00+0400
2026-05-18T22:00+0400
საქართველო
კანონმდებლობა
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/11/298680537_0:0:2560:1440_1920x0_80_0_0_6c9d13d5badf770ba1ba0e740ea67d69.jpg
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ვიდრე მთავრობა ან რომელიმე დეპუტატი აბორტის აკრძალვის საკითხის ინიცირებას გადაწყვეტს, მათ ყურადღებით უნდა მოუსმინონ ინიციატორის არგუმენტებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან.ასე გამოეხმაურა დეპუტატი კათოლიკოს-პატრიარქ შიოს მესამის მიერ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს გაკეთებულ განცხადებას. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, თუ ოჯახში არის ისეთი „მძიმე ცოდვა“, როგორიც აბორტია, მაშინ „ოჯახი ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს“.მისი თქმით, ეკლესია - ეს არ არის პოპულარული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რაღაც იდეებს ქადაგებს, არამედ არის რწმენასთან დაკავშირებული, 1700-წლიანი უზარმაზარი ისტორიის მქონე ორგანიზაცია, სადაც პრინციპები არ იცვლება.ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგიის დროს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ დემოგრაფიულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.როგორც მან განაცხადა, საზოგადოებამ უნდა განამტკიცოს და გააერთიანოს ძალისხმევა ოჯახის დაცვისა და შენარჩუნების მიმართულებით, რაც ქვეყნის გადარჩენისა და კეთილდღეობის საფუძველია.პატრიარქმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მოწოდებებისა, საქართველომ უარი არ უნდა თქვას კანონმდებლობაზე, რომელიც მიმართულია დამღუპველი გენდერული თეორიებისა და იდეოლოგიების წინააღმდეგ ოჯახის დასაცავად.2024 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთდროულად რამდენიმე რეზონანსული კანონი მიიღო: კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც კრძალავს ლგბტ-პროპაგანდას. 2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც აღნიშნული კანონების გაუქმება მოითხოვა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს ამ მოთხოვნებს, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.დემოგრაფიის პრობლემა„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში დაახლოებით 37,9 ათასი ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 44,3 ათას ადამიანს მიაღწია. მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება კვლავ ფიქსირდება საქართველოს უმეტეს რეგიონში, აჭარის, ქვემო ქართლისა და თბილისის გარდა.დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 2008 წელს ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილების საყოველთაო ნათლობის ტრადიცია დაამკვიდრა. ამ ბავშვების ნათლია თავად ილია II გახდა. ამ დროისთვის, საქართველოს პატრიარქს 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.საყოველთაო ნათლობის ტრადიციას შიო მესამე გააგრძელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/11/298680537_320:0:2240:1440_1920x0_80_0_0_7a933de68e9c0196b30fe6c926830d87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონმდებლობა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კანონმდებლობა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, საზოგადოება, ახალი ამბები
ჯერ საჭიროა პატრიარქთან შეხვედრა -დეპუტატი აბორტის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით
გუშინ პატრიარქმა განაცხადა, რომ თუ ოჯახში არის ისეთი „მძიმე ცოდვა“, როგორიც აბორტია, მაშინ „ოჯახი ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს“.
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ვიდრე მთავრობა ან რომელიმე დეპუტატი აბორტის აკრძალვის საკითხის ინიცირებას გადაწყვეტს, მათ ყურადღებით უნდა მოუსმინონ ინიციატორის არგუმენტებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან.
ასე გამოეხმაურა დეპუტატი კათოლიკოს-პატრიარქ შიოს მესამის მიერ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს გაკეთებულ განცხადებას. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, თუ ოჯახში არის ისეთი „მძიმე ცოდვა“, როგორიც აბორტია, მაშინ „ოჯახი ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს“.
„ჩემი პოზიცია ასეთია: ვიდრე საკანონმდებლო ნაბიჯებს გადავდგამთ, ალბათ, საჭირო იქნება პატრიარქთან შეხვედრა და მისი არგუმენტების მოსმენა. როცა ქადაგებას ისმენ, იქ საშუალება არ გაქვს, მას რაიმე კითხვა დაუსვა, მოსაზრება დააზუსტო და მისი არგუმენტები ბოლომდე გაიგო. რა თქმა უნდა, ძირითადი ხაზი გასაგებია", - განაცხადა შარმანაშვილმა.
მისი თქმით, ეკლესია - ეს არ არის პოპულარული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რაღაც იდეებს ქადაგებს, არამედ არის რწმენასთან დაკავშირებული, 1700-წლიანი უზარმაზარი ისტორიის მქონე ორგანიზაცია, სადაც პრინციპები არ იცვლება.
„მოცემულ შემთხვევაში ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის აზრი იმდენად საინტერესო არ არის და თუ ეს მსჯელობა დაიწყება, პარტიის შიგნითაც, ფრაქციის შიგნითაც გაიმართება შეხვედრები და იქაც მოვისმენთ არგუმენტებს. ჩემი თხოვნა იქნებოდა ასეთ შემთხვევაში, თუ ეს საკითხი დაიძვრება, რა თქმა უნდა, მის საკითხის ინიციატორთანაც მოხდეს შეხვედრა”, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგიის დროს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ დემოგრაფიულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.როგორც მან განაცხადა, საზოგადოებამ უნდა განამტკიცოს და გააერთიანოს ძალისხმევა ოჯახის დაცვისა და შენარჩუნების მიმართულებით, რაც ქვეყნის გადარჩენისა და კეთილდღეობის საფუძველია.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მოწოდებებისა, საქართველომ უარი არ უნდა თქვას კანონმდებლობაზე, რომელიც მიმართულია დამღუპველი გენდერული თეორიებისა და იდეოლოგიების წინააღმდეგ ოჯახის დასაცავად.
2024 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთდროულად რამდენიმე რეზონანსული კანონი მიიღო: კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც კრძალავს ლგბტ-პროპაგანდას. 2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც აღნიშნული კანონების გაუქმება მოითხოვა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს ამ მოთხოვნებს, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში დაახლოებით 37,9 ათასი ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 44,3 ათას ადამიანს მიაღწია. მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება კვლავ ფიქსირდება საქართველოს უმეტეს რეგიონში, აჭარის, ქვემო ქართლისა და თბილისის გარდა.
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 2008 წელს ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილების საყოველთაო ნათლობის ტრადიცია დაამკვიდრა. ამ ბავშვების ნათლია თავად ილია II გახდა. ამ დროისთვის, საქართველოს პატრიარქს 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
საყოველთაო ნათლობის ტრადიციას შიო მესამე გააგრძელებს.