125 მედალი: საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრები სამშობლოში ტრიუმფალური შედეგით დაბრუნდა

© Georgian Armwrestling FederationВахтанг Ахобадзе
Вахтанг Ахобадзе - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2026
გამოწერა
ქუთაისელი პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონი მეხუთედ გახდა!
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრები უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში ტრიუმფალური შედეგით დაბრუნდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩემპიონებს ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები დახვდნენ.
ქუთაისელი პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონი მეხუთედ გახდა!ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ჯამში 125 მედალი მოიპოვეს - აქედან 61 ოქრო. გარდა ამისა როგორც ქალთა, ისე ვაჟთა ნაკრებებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს და ჩემპიონატის მთავარი თასები მოიპოვეს.
„მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სამშობლოს დაუბრუნდნენ პარასპორტსმენები. მათ ჩამოიტანეს 61 ოქროს, 47 ვერცხლის და 17 ბრინჯაოს მედალი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი მკლავჭიდელები დიდ შრომას დებენ და ყველაფწერს აკეთებენ იმისთვის, რათა საქართველოს დროშა სულ ფრიალებდეს და საქართველოს ჰიმნი ისმოდეს კვარცხლბეკზე", - განაცხადა საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა ჯაჭვლიანმა.
ბუდაპეშტში გამართული ევროპის პირველობის შემდეგ, რომელიც გუნდისთვის მოსამზადებელ ეტაპადაც განიხილებოდა, ნაკრები მცირე დასვენების შემდეგ ინტენსიურ საწვრთნელ შეკრებებს დაიწყებს.
საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების უახლოესი და მთავარი გეგმა მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტულების დაცვა და გუნდური პირველი ადგილის შენარჩუნება.
წინა მსოფლიო ჩემპიონატზე (ბულგარეთში) ნაკრებმა რეკორდული 100 მედალი (42 ოქრო) მოიპოვა, მამაკაცთა გუნდმა კი პირველი ადგილი დაიკავა. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 125-მედლიანი ტრიუმფის შემდეგ, ფედერაციისა და სამწვრთნელო შტაბის გეგმაა, რომ მომავალ მსოფლიო პირველობაზე ქალთა და მამაკაცთა ნაკრებებმა ერთობლივად მოიპოვონ აბსოლუტური გუნდური ჩემპიონობა.
ყველა ახალი ამბავი
0