https://sputnik-georgia.com/20260518/ruset-ukrainis-konfliqti-298764822.html
მიმოხილვა: დაჯგუფება „დასავლეთი“ ფრონტის 350 კმ მონაკვეთზე შეტევას ახორციელებს
მიმოხილვა: დაჯგუფება „დასავლეთი“ ფრონტის 350 კმ მონაკვეთზე შეტევას ახორციელებს
Sputnik საქართველო
რუსეთის ჯარები უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრზე სტრატეგიულ ინიციატივას ინარჩუნებენ. წინ მიიწევენ, ყოველდღიურად ათავისუფლებენ დასახლებულ პუნქტებს და ახალ... 18.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-18T14:04+0400
2026-05-18T14:04+0400
2026-05-21T20:04+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/03/298415784_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_02200cf2926c3e8725f15dcd13b36e40.jpg
რუსეთის ჯარები უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრზე სტრატეგიულ ინიციატივას ინარჩუნებენ. წინ მიიწევენ, ყოველდღიურად ათავისუფლებენ დასახლებულ პუნქტებს და ახალ ხაზებზე იმაგრებენ პოზიციებს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის რეალობას ვერ შეცვლის კიევის რეჟიმის დრონული კონვულსიები, აშშ-სა და ნატოს სამხედრო დახმარება, ასევე უკრაინული პროქსი-არმიის ძლიერების შესახებ მასობრივი დეზინფორმაცია.რუსეთის გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა 16 მაისს დაჯგუფება „დასავლეთის“ პასუხისმგებლობის ზონაში საბრძოლო ამოცანების შესრულება შეამოწმა და განაცხადა:აშკარაა საინფორმაციო კონტრასტი მრავალი სამხედრო ბლოგერის დისკურსთან. ვალერი გერასიმოვი რეგულარულად ამოწმებს ფრონტზე მყოფ ჯარებს, ხოლო მისი მოხსენებები უცხოელ ანალიტიკოსებსა და ადგილობრივ „ყველაფერი დაკარგულია“ ტიპის კომენტატორებს თვითგამოხატვისა და „პურის“ საშუალებას ართმევს.ნატოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მთელი ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინული პროქსი-არმიის დრონული კონვულსიები სტრატეგიულად უმნიშვნელოა და მათ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ვითარების შეცვლა არ შეუძლიათ. დღეს ღამითაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახმელეთო და საზღვაო ბაზირების მაღალი სიზუსტის იარაღითა და დამრტყმელი უპილოტო აპარატებით მასირებული იერიში მიიტანეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე, საწვავ-ენერგეტიკული, სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, ასევე მოწინააღმდეგის სამხედრო აეროდრომებზე. დარტყმის მიზნები მიღწეულია.რუსეთის არმია წარმატებით აწარმოებს შეტევით მოქმედებებს ფრონტის ყველა მონაკვეთზე. სუმის ოლქში გასული დღის განმავლობაში დაჯგუფება „ჩრდილოეთმა“ პისარევკის, ბაჩევსკისა და რიასნოეს რაიონებში უკრაინის სამი ბრიგადის ქვედანაყოფები გაანადგურა. ხარკოვის ოლქში ივანოვკის, ბუდარკისა და ზახაროვკის მახლობლად დაზიანდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ბრიგადისა და მოიერიშე პოლკის ფორმირებები. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაჯგუფება „სამხრეთმა“ სლავიანსკის, კრამატორსკისა და კონსტანტინოვკის რაიონებში მოწინააღმდეგის სამი ბრიგადა და მოიერიშე პოლკი გაანადგურა. იქვე დაჯგუფება „ცენტრმა“ ნოვოგრიგოროვკის, კუჩეროვ იარის, ნოვი დონბასის, ბელიცკისა და ბელოზერსკის მახლობლად ერთდროულად უკრაინის შეიარაღებული ძალების ექვს ბრიგადასა და ეროვნული გვარდიის ოთხ ბრიგადას მიაყენა ზიანი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მიმართულებით. ფრონტის სამხრეთ მონაკვეთზე დაჯგუფებება „აღმოსავლეთმა“ და „დნეპრმა“ მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში წინ წაიწიეს და ექვს ბრიგადას ზიანი მიაყენეს დნეპროპეტროვსკის ოლქის პოკროვსკოეს, ასევე ზაპოროჟიეს ოლქის ომელნიკის, კიევსკოეს, ლესნოეს, ჟელტაია კრუჩისა და გრიგოროვკის რაიონებში.ბანდერული სახელმწიფოებრიობის მონსტრული მექანიზმი — პენტაგონის ოთხი ათეული ბიოლოგიური ლაბორატორიით — აშშ-მა რუსეთთან ომისთვის შექმნა და საკუთარი გეგმების განხორციელების პროცესში, ბევრი რამ დაკარგა. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას რუსეთის ჯარებმა უკრაინაში გაანადგურეს შეიარაღების უზარმაზარი არსენალი, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 2022 წლამდე არასოდეს ჰქონიათ: 955 საბრძოლო თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 148 ათასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, 660 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 29 ათასი ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 1 723 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 35 ათასი ერთეული არტილერია. ეს ციფრები ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის არმიების შეიარაღებას ერთად აღებულსაც კი შეედრება.ტექნიკის დანაკარგების ანაზღაურება შესაძლებელია. თუმცა ვერავინ დააბრუნებს უკრაინული პროქსი-არმიის ორ მილიონ სამხედრო მოსამსახურესა და ოფიცერს, რომლებიც ბრძოლის ველზე დაიღუპნენ. ცხადია, დასავლეთში „ინდიელების გენოციდი“ არავის აღელვებს. მიუხედავად ამისა, შეერთებული შტატები წარუმატებელი „უკრაინული პროექტის“ რაც შეიძლება სწრაფად წარსულში დატოვებას აპირებს. მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის ისტორიული გაკვეთილი ზედმეტად თვალსაჩინო გახდა.იზრდება კიევის იმ მარიონეტების ფიზიკური ლიკვიდაციის ალბათობა, რომლებიც ვაშინგტონის კონტროლიდან გამოვიდნენ და ლონდონის, ბერლინისა და პარიზის სცენარებით თამაშს ცდილობენ — ვისგანაც მეტ დახმარებას მიიღებენ. მაისში ერევანში გამართულ სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა კირ სტარმერის, ემანუელ მაკრონის და ომის სხვა სპონსორებს, რომლებმაც პირობა წამოაყენეს: ფულსა და იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივცემთ, თუ უკრაინაში მობილიზაციის ასაკი 18 წლამდე დაიწევს. გენოციდის მეორე აქტი და ევროპაში ესკალაციის ახალი ტალღა არ შეესაბამება აშშ-ის ინტერესებს, რომელიც ირანში ხანგრძლივ დაპირისპირებაში გაეხვა. ამერიკა კვლავაც ვერ ხდება დიადი. ევროკავშირის საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებს ესმით, რომ მალე ყველა „უკრაინული“ უპილოტო აპარატი უკან დაბრუნდება.ოპოზიციური პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” ლიდერმა, ალისა ვაიდელიმ, 16 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული უპილოტო აპარატების დარტყმები გერმანიის ეროვნულ უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის: „დათვი ადრე თუ გვიან საპასუხო დარტყმას მიაყენებს“. აღსანიშნავია, რომ გერმანია, ბრიტანეთი და თვით აშშ-ც — ამერიკული დაზვერვა, Starlink-ი და საბრძოლო ხელოვნური ინტელექტი Palantir — უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ნატოს ჩარჩოების მიღმა მოქმედებენ და ამიტომაც დიდ რისკზე მიდიან. კრემლში ბირთვული იარაღის გამოყენებაც კი პირდაპირ ეთერში განიხილება. ხოლო მთავარი კიეველი „პიანისტის“ უახლოესი კორუმპირებული გარემოცვის დაპატიმრებები ბევრ რამეზე მიუთითებს. ცნობილია, რომ „უკრაინული“ სტრუქტურების — НАБУ-სა და САП-ის — საქმიანობას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო და FBI ხელმძღვანელობენ.მეორე მხრივ, უკრაინულმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, მის შესაძლო გაქრობამდე, რომ რუსეთთან პროქსი-ომში გამარჯვება შეუძლებელია, თუნდაც ევროკავშირისა და ნატოს ყველა რესურსის გამოყენებით. საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება მხოლოდ გარდაუვალი მოვლენების ჯაჭვს ნიშნავს — მობილიზებული ახალგაზრდა მამაკაცებისა და ქალების მასობრივ დაღუპვას, დარჩენილი მოსახლეობის ფართომასშტაბიან მიგრაციას, ეკონომიკურ ნგრევას, მარიონეტული სახელმწიფოს დაშლას და XX საუკუნის დასაწყისში გამოგონილი „უკრაინელი ერის“ სრულ გაქრობას. „დამოუკიდებელი“ უკრაინის მოსახლეობა დღეს დაახლოებით 22 მილიონ ადამიანს შეადგენს, მაშინ როცა 2022 წლის დასაწყისში 41 მილიონი იყო. „უკრაინის დაცვა“, შესაძლოა, იმით დასრულდეს, რომ ეს ტერიტორია ადამიანების საცხოვრებლად უვარგის უდაბნოდ გადაიქცევა. და ამ გზით უკრაინა სრულიად ნეიტრალური გახდება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/03/298415784_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_8f37562fc9d5d97089f0de79497cfdcb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მიმოხილვები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მიმოხილვები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთის ჯარები უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრზე სტრატეგიულ ინიციატივას ინარჩუნებენ. წინ მიიწევენ, ყოველდღიურად ათავისუფლებენ დასახლებულ პუნქტებს და ახალ ხაზებზე იმაგრებენ პოზიციებს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის რეალობას ვერ შეცვლის კიევის რეჟიმის დრონული კონვულსიები, აშშ-სა და ნატოს სამხედრო დახმარება, ასევე უკრაინული პროქსი-არმიის ძლიერების შესახებ მასობრივი დეზინფორმაცია.
რუსეთის გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა 16 მაისს დაჯგუფება „დასავლეთის“ პასუხისმგებლობის ზონაში საბრძოლო ამოცანების შესრულება შეამოწმა და განაცხადა:
დაჯგუფება „დასავლეთი“ აქტიურად უტევს ფრონტის 350-კილომეტრიან მონაკვეთზე;
მე-6 არმიის ნაწილები კუპიანსკის დასავლეთით, შევჩენკოვოს მიმართულებით მიიწევენ;
მე-20 არმიის ჯარებიც ფართო ფრონტზე უტევენ ხარკოვის ოლქში;
გათავისუფლებულია კუტკოვკა და ბოროვაია, ბრძოლები გრძელდება შიიკოვკაში, ველიკაია შაპკოვკაში, ნოვი მირში და დრუჟელიუბოვკაში;
რუსეთის ჯარები სვიატოგორსკში (დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) მოწინააღმდეგის დაჯგუფების საბოლოო განადგურებას ახორციელებენ;
25-ე არმიის ქვედანაყოფები ბრძოლებით ათავისუფლებენ კრასნი ლიმანს — ამ დიდი ქალაქის ტერიტორიის უკვე 85% რუსეთის კონტროლის ქვეშაა.
აშკარაა საინფორმაციო კონტრასტი მრავალი სამხედრო ბლოგერის დისკურსთან. ვალერი გერასიმოვი რეგულარულად ამოწმებს ფრონტზე მყოფ ჯარებს, ხოლო მისი მოხსენებები უცხოელ ანალიტიკოსებსა და ადგილობრივ „ყველაფერი დაკარგულია“ ტიპის კომენტატორებს თვითგამოხატვისა და „პურის“ საშუალებას ართმევს.
ნატოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მთელი ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინული პროქსი-არმიის დრონული კონვულსიები სტრატეგიულად უმნიშვნელოა და მათ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ვითარების შეცვლა არ შეუძლიათ. დღეს ღამითაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახმელეთო და საზღვაო ბაზირების მაღალი სიზუსტის იარაღითა და დამრტყმელი უპილოტო აპარატებით მასირებული იერიში მიიტანეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე, საწვავ-ენერგეტიკული, სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, ასევე მოწინააღმდეგის სამხედრო აეროდრომებზე. დარტყმის მიზნები მიღწეულია.
რუსეთის არმია წარმატებით აწარმოებს შეტევით მოქმედებებს ფრონტის ყველა მონაკვეთზე. სუმის ოლქში გასული დღის განმავლობაში დაჯგუფება „ჩრდილოეთმა“ პისარევკის, ბაჩევსკისა და რიასნოეს რაიონებში უკრაინის სამი ბრიგადის ქვედანაყოფები გაანადგურა. ხარკოვის ოლქში ივანოვკის, ბუდარკისა და ზახაროვკის მახლობლად დაზიანდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ბრიგადისა და მოიერიშე პოლკის ფორმირებები. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაჯგუფება „სამხრეთმა“ სლავიანსკის, კრამატორსკისა და კონსტანტინოვკის რაიონებში მოწინააღმდეგის სამი ბრიგადა და მოიერიშე პოლკი გაანადგურა.
იქვე დაჯგუფება „ცენტრმა“ ნოვოგრიგოროვკის, კუჩეროვ იარის, ნოვი დონბასის, ბელიცკისა და ბელოზერსკის მახლობლად ერთდროულად უკრაინის შეიარაღებული ძალების ექვს ბრიგადასა და ეროვნული გვარდიის ოთხ ბრიგადას მიაყენა ზიანი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მიმართულებით. ფრონტის სამხრეთ მონაკვეთზე დაჯგუფებება „აღმოსავლეთმა“ და „დნეპრმა“ მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში წინ წაიწიეს და ექვს ბრიგადას ზიანი მიაყენეს დნეპროპეტროვსკის ოლქის პოკროვსკოეს, ასევე ზაპოროჟიეს ოლქის ომელნიკის, კიევსკოეს, ლესნოეს, ჟელტაია კრუჩისა და გრიგოროვკის რაიონებში.
ბანდერული სახელმწიფოებრიობის მონსტრული მექანიზმი — პენტაგონის ოთხი ათეული ბიოლოგიური ლაბორატორიით — აშშ-მა რუსეთთან ომისთვის შექმნა და საკუთარი გეგმების განხორციელების პროცესში, ბევრი რამ დაკარგა. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას რუსეთის ჯარებმა უკრაინაში გაანადგურეს შეიარაღების უზარმაზარი არსენალი, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 2022 წლამდე არასოდეს ჰქონიათ: 955 საბრძოლო თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 148 ათასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, 660 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 29 ათასი ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 1 723 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 35 ათასი ერთეული არტილერია. ეს ციფრები ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის არმიების შეიარაღებას ერთად აღებულსაც კი შეედრება.
ტექნიკის დანაკარგების ანაზღაურება შესაძლებელია. თუმცა ვერავინ დააბრუნებს უკრაინული პროქსი-არმიის ორ მილიონ სამხედრო მოსამსახურესა და ოფიცერს, რომლებიც ბრძოლის ველზე დაიღუპნენ. ცხადია, დასავლეთში „ინდიელების გენოციდი“ არავის აღელვებს. მიუხედავად ამისა, შეერთებული შტატები წარუმატებელი „უკრაინული პროექტის“ რაც შეიძლება სწრაფად წარსულში დატოვებას აპირებს. მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის ისტორიული გაკვეთილი ზედმეტად თვალსაჩინო გახდა.
იზრდება კიევის იმ მარიონეტების ფიზიკური ლიკვიდაციის ალბათობა, რომლებიც ვაშინგტონის კონტროლიდან გამოვიდნენ და ლონდონის, ბერლინისა და პარიზის სცენარებით თამაშს ცდილობენ — ვისგანაც მეტ დახმარებას მიიღებენ. მაისში ერევანში გამართულ სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა კირ სტარმერის, ემანუელ მაკრონის და ომის სხვა სპონსორებს, რომლებმაც პირობა წამოაყენეს: ფულსა და იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივცემთ, თუ უკრაინაში მობილიზაციის ასაკი 18 წლამდე დაიწევს. გენოციდის მეორე აქტი და ევროპაში ესკალაციის ახალი ტალღა არ შეესაბამება აშშ-ის ინტერესებს, რომელიც ირანში ხანგრძლივ დაპირისპირებაში გაეხვა. ამერიკა კვლავაც ვერ ხდება დიადი. ევროკავშირის საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებს ესმით, რომ მალე ყველა „უკრაინული“ უპილოტო აპარატი უკან დაბრუნდება.
ოპოზიციური პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” ლიდერმა, ალისა ვაიდელიმ, 16 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული უპილოტო აპარატების დარტყმები გერმანიის ეროვნულ უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის: „დათვი ადრე თუ გვიან საპასუხო დარტყმას მიაყენებს“. აღსანიშნავია, რომ გერმანია, ბრიტანეთი და თვით აშშ-ც — ამერიკული დაზვერვა, Starlink-ი და საბრძოლო ხელოვნური ინტელექტი Palantir — უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ნატოს ჩარჩოების მიღმა მოქმედებენ და ამიტომაც დიდ რისკზე მიდიან. კრემლში ბირთვული იარაღის გამოყენებაც კი პირდაპირ ეთერში განიხილება. ხოლო მთავარი კიეველი „პიანისტის“ უახლოესი კორუმპირებული გარემოცვის დაპატიმრებები ბევრ რამეზე მიუთითებს. ცნობილია, რომ „უკრაინული“ სტრუქტურების — НАБУ-სა და САП-ის — საქმიანობას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო და FBI ხელმძღვანელობენ.
მეორე მხრივ, უკრაინულმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, მის შესაძლო გაქრობამდე, რომ რუსეთთან პროქსი-ომში გამარჯვება შეუძლებელია, თუნდაც ევროკავშირისა და ნატოს ყველა რესურსის გამოყენებით. საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება მხოლოდ გარდაუვალი მოვლენების ჯაჭვს ნიშნავს — მობილიზებული ახალგაზრდა მამაკაცებისა და ქალების მასობრივ დაღუპვას, დარჩენილი მოსახლეობის ფართომასშტაბიან მიგრაციას, ეკონომიკურ ნგრევას, მარიონეტული სახელმწიფოს დაშლას და XX საუკუნის დასაწყისში გამოგონილი „უკრაინელი ერის“ სრულ გაქრობას. „დამოუკიდებელი“ უკრაინის მოსახლეობა დღეს დაახლოებით 22 მილიონ ადამიანს შეადგენს, მაშინ როცა 2022 წლის დასაწყისში 41 მილიონი იყო. „უკრაინის დაცვა“, შესაძლოა, იმით დასრულდეს, რომ ეს ტერიტორია ადამიანების საცხოვრებლად უვარგის უდაბნოდ გადაიქცევა. და ამ გზით უკრაინა სრულიად ნეიტრალური გახდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე