ფულადი გზავნილები საქართველოში - სტატისტიკა განახლდა

© photo: Sputnik / Михаил Кутузов / გადასვლა მედიაბანკშიდოლარის კუპიურა
დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2026
გამოწერა
მიმდინარე წლის ოთხ თვეში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია.
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2026 წლის იანვარ-აპრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,4%-ით გაიზარდა და 1 216,6 მლნ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2026 წლის იანვარი-აპრილი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა,%

აშშ

225,6

10,8

იტალია

214,8

12,3

რუსეთი

149,8

12,2

გერმანია

105,4

18,7

ისრაელი

104,2

19,8

2026 წლის იანვარ-აპრილში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 149,8 მლნ დოლარი შეადგინა - ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 12,3%-ია, რაც 12,2%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
აპრილში რუსეთიდან გზავნილების მოცულობა გაიზარდა
აპრილში საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით განხორციელებული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობა 7,6%-ით გაიზარდა 2025 წლის აპრილთან შედარებით და 318,1 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2026 წლის აპრილი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა,%

აშშ

58,3

8,0

იტალია

53,4

6,4

რუსეთი

42,1

5,5

გერმანია

28,6

15,2

ისრაელი

27,2

22,9

აპრილში რუსეთიდან 42,1 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით განხორციელებული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 13,2%-ს შეადგენს - ეს 5,5%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 35,2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,2%-ით მეტია.
2026 წლის ოთხ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 136,1 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,5%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0