https://sputnik-georgia.com/20260518/kobaxidze-baqoshi-gaemgzavra-298697767.html
ირაკლი კობახიძე ბაქოში მსოფლიო ურბანულ სამიტზე სიტყვით გამოვა
ირაკლი კობახიძე ბაქოში მსოფლიო ურბანულ სამიტზე სიტყვით გამოვა
Sputnik საქართველო
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კობახიძის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა 18.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-18T15:00+0400
2026-05-18T15:00+0400
2026-05-18T15:00+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_6ca9e70fd8f3e29e7bc2055cbaa1afc1.jpg
თბილისი, 18 მაისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამიტს, რომელიც გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან (UN-Habitat) პარტნიორობით ტარდება, ბაქო 17-22 მაისის ჩათვლით პერიოდში უმასპინძლებს. წლევანდელი სამიტის მთავარი გზავნილია: „მსოფლიოს უზრუნველყოფა საცხოვრებლით: უსაფრთხო და მდგრადი ქალაქები და თემები“.უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური ფორუმის მე-13 სესიაზე ოფიციალური სიტყვით წარდგება, ასევე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. მსოფლიო ურბანულ სამიტში 180-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, რომელთა შორის არიან სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ურბანისტები და უძრავი ქონების დეველოპერები. ირაკლი კობახიძე ბაქოში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. საქართველო და აზერბაიჯანი საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_2ea73db2cfe61b2dac4ee08c2229ee7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ბაქოში მსოფლიო ურბანულ სამიტზე სიტყვით გამოვა
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კობახიძის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა
თბილისი, 18 მაისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამიტს, რომელიც გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან (UN-Habitat) პარტნიორობით ტარდება, ბაქო 17-22 მაისის ჩათვლით პერიოდში უმასპინძლებს. წლევანდელი სამიტის მთავარი გზავნილია: „მსოფლიოს უზრუნველყოფა საცხოვრებლით: უსაფრთხო და მდგრადი ქალაქები და თემები“.
უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური ფორუმის მე-13 სესიაზე ოფიციალური სიტყვით წარდგება, ასევე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
„სამიტის ფარგლებში სახელმწიფოთა ლიდერები კლიმატის ცვლილებებითა და კონფლიქტებით გამოწვეული გლობალური საბინაო კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ, რაც მდგრადი და ინკლუზიური ურბანული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მსოფლიო ურბანულ სამიტში 180-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, რომელთა შორის არიან სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ურბანისტები და უძრავი ქონების დეველოპერები.
ირაკლი კობახიძე ბაქოში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.