https://sputnik-georgia.com/20260517/saqartvelos-moqalaqes-ashsh-15-wlit-patimroba-sheeparda-298690534.html
ქართველ ნეონაცისტს აშშ-ში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
ქართველ ნეონაცისტს აშშ-ში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
Sputnik საქართველო
გასულ წელს ჩხიკვიშვილმა დანაშაული აღიარა, აპრილში კი თავისი ქმედებების გამო პატიება ითხოვა. 17.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-17T18:12+0400
2026-05-17T18:12+0400
2026-05-17T18:12+0400
საქართველო
აშშ
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. აშშ-ში, ბრუკლინის ფედერალურმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს ებრაელთა და რასობრივი უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდებისთვის 15 წლით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილს ასევე ბრალად ედება იმ დაჯგუფებაში ახალი წევრების გადაბირების მცდელობები, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ჩხიკვიშვილმა (ცნობილი მეტსახელით „მეთაური-ყასაბი“) შექმნა და გაავრცელა მანიფესტი სახელწოდებით „მოძულეს გზამკვლევი“ (Hater's Handbook). გასულ წელს ჩხიკვიშვილმა დანაშაული აღიარა, აპრილში კი თავისი ქმედებების გამო პატიება ითხოვა. „ვაღიარებ, რომ ჩემმა ქმედებებმა ზიანი მოიტანა, სიძულვილი და ძალადობისკენ მოწოდებები გაავრცელა, რის გამოც გულწრფელად ვიხდი ბოდიშს“, – მიმართა მსჯავრდებულმა წერილით მოსამართლეს.ბრალდების მხარემ ჩხიკვიშვილი დაახასიათა, როგორც საერთაშორისო დაჯგუფების ლიდერი, რომელიც რასობრივი და რელიგიური კონფლიქტების გაჩაღების მიზნით ნეონაცისტურ იდეოლოგიას ავრცელებდა. უწყების ცნობით, ამ ქმედებებმა გამოიწვია მრავალი მკვლელობა, მათ შორის ტენესის შტატში 16 წლის მოსწავლის სიკვდილი.„ჩხიკვიშვილი არაერთხელ მოუწოდებდა უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ბავშვების მკვლელობისკენ და გეგმავდა თავდასხმებს აშშ-ში ებრაულ თემებსა და რასობრივ უმცირესობებზე“, – განაცხადა გენერალური პროკურორის თანაშემწემ ჯონ აიზენბერგმა. მისი თქმით, ბრალდებული, სხვა ქმედებებთან ერთად, თავის მიმდევრებს აქეზებდა, ჩაეცვათ სანტა კლაუსის ფორმა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის მოწამლული კანფეტები შეეთავაზებინათ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , შემთხვევები, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , შემთხვევები, ახალი ამბები
ქართველ ნეონაცისტს აშშ-ში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
გასულ წელს ჩხიკვიშვილმა დანაშაული აღიარა, აპრილში კი თავისი ქმედებების გამო პატიება ითხოვა.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. აშშ-ში, ბრუკლინის ფედერალურმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს ებრაელთა და რასობრივი უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდებისთვის 15 წლით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი.
გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილს ასევე ბრალად ედება იმ დაჯგუფებაში ახალი წევრების გადაბირების მცდელობები, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.
გარდა ამისა, ჩხიკვიშვილმა (ცნობილი მეტსახელით „მეთაური-ყასაბი“) შექმნა და გაავრცელა მანიფესტი სახელწოდებით „მოძულეს გზამკვლევი“ (Hater's Handbook). გასულ წელს ჩხიკვიშვილმა დანაშაული აღიარა, აპრილში კი თავისი ქმედებების გამო პატიება ითხოვა.
„ვაღიარებ, რომ ჩემმა ქმედებებმა ზიანი მოიტანა, სიძულვილი და ძალადობისკენ მოწოდებები გაავრცელა, რის გამოც გულწრფელად ვიხდი ბოდიშს“, – მიმართა მსჯავრდებულმა წერილით მოსამართლეს.
ბრალდების მხარემ ჩხიკვიშვილი დაახასიათა, როგორც საერთაშორისო დაჯგუფების ლიდერი, რომელიც რასობრივი და რელიგიური კონფლიქტების გაჩაღების მიზნით ნეონაცისტურ იდეოლოგიას ავრცელებდა. უწყების ცნობით, ამ ქმედებებმა გამოიწვია მრავალი მკვლელობა, მათ შორის ტენესის შტატში 16 წლის მოსწავლის სიკვდილი.
„ჩხიკვიშვილი არაერთხელ მოუწოდებდა უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ბავშვების მკვლელობისკენ და გეგმავდა თავდასხმებს აშშ-ში ებრაულ თემებსა და რასობრივ უმცირესობებზე“, – განაცხადა გენერალური პროკურორის თანაშემწემ ჯონ აიზენბერგმა.
მისი თქმით, ბრალდებული, სხვა ქმედებებთან ერთად, თავის მიმდევრებს აქეზებდა, ჩაეცვათ სანტა კლაუსის ფორმა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის მოწამლული კანფეტები შეეთავაზებინათ.