https://sputnik-georgia.com/20260517/papuashvili-ojaxi-sazogadoebis-sakrdenad-rcheba-298691352.html
პაპუაშვილი: სახელმწიფო ძლიერია მაშინ როდესაც ოჯახი საზოგადოების მთავარ საყრდენად რჩება
პაპუაშვილი: სახელმწიფო ძლიერია მაშინ როდესაც ოჯახი საზოგადოების მთავარ საყრდენად რჩება
Sputnik საქართველო
საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს... 17.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-17T20:13+0400
2026-05-17T20:13+0400
2026-05-17T20:13+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496771_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_10eae39ae14212dc28b31c04fa98ca60.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. იქ, სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, ეროვნული თვითშეგნებაც და თავად სახელმწიფოც, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას. საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა. მისი თქმით, წლევანდელ წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ქვეყანა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. როგორც პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, სწორედ ქრისტიანულმა ფასეულობებმა ჩამოაყალიბა ქართული ოჯახის მოდელი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, სიყვარულზე, თანადგომასა და პასუხისმგებლობაზე. ოჯახი, სადაც იზრდება მომავალი თაობა, სადაც ბავშვი სწავლობს თუ რა არის სამშობლო, რა არის სიკეთე, ღირსება, შრომა და ერთმანეთის პატივისცემა. „დღეს, როდესაც მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავიცვათ ის ფასეულობები, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა. სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარ ფესვებს უფრთხილდება, როდესაც ოჯახი რჩება საზოგადოების მთავარ საყრდენად, როდესაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ავსებს“, -განაცხადა პაპუაშვილმა.ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დაწესდა, როდესაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496771_227:0:2048:1366_1920x0_80_0_0_29256b7704bef821888413d4a242ef71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, ახალი ამბები
პაპუაშვილი: სახელმწიფო ძლიერია მაშინ როდესაც ოჯახი საზოგადოების მთავარ საყრდენად რჩება
საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. იქ, სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, ეროვნული თვითშეგნებაც და თავად სახელმწიფოც, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა.
,,საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას – იქ, სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, მტკიცეა ეროვნული თვითშეგნებაც და მტკიცეა თავად სახელმწიფოც. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ – ომები, შემოსევები, იმპერიების ზეწოლა, სარწმუნოების, ენისა და იდენტობის წაშლის მცდელობები, მაგრამ ქართველმა ხალხმა შეძლო საკუთარი თავის შენარჩუნება. და ეს, უპირველეს ყოვლისა, ქართულმა ოჯახმა შეძლო – ოჯახმა, რომელმაც თაობიდან თაობას გადასცა რწმენა, სიყვარული, სამშობლოს ერთგულება და წინაპართა პატივისცემა“, -განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, წლევანდელ წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ქვეყანა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს.
„ეს თარიღი მხოლოდ რელიგიური მოვლენა არ არის. ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ცნობიერების საფუძველი. ქრისტიანობამ ქართველ ხალხს მისცა ის სულიერი ღერძი, რომელმაც საუკუნეთა განმავლობაში გაგვაერთიანა, გაგვაძლიერა და გადაგვარჩინა“, -განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, სწორედ ქრისტიანულმა ფასეულობებმა ჩამოაყალიბა ქართული ოჯახის მოდელი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, სიყვარულზე, თანადგომასა და პასუხისმგებლობაზე. ოჯახი, სადაც იზრდება მომავალი თაობა, სადაც ბავშვი სწავლობს თუ რა არის სამშობლო, რა არის სიკეთე, ღირსება, შრომა და ერთმანეთის პატივისცემა.
„დღეს, როდესაც მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავიცვათ ის ფასეულობები, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა. სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარ ფესვებს უფრთხილდება, როდესაც ოჯახი რჩება საზოგადოების მთავარ საყრდენად, როდესაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ავსებს“, -განაცხადა პაპუაშვილმა.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დაწესდა, როდესაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.