https://sputnik-georgia.com/20260517/ojaxis-siwmindis-dge-quchebis-nawili-gadaketilia-298677311.html
ოჯახის სიწმინდის დღე: ცენტრალური ქუჩების ნაწილი უკვე გადაკეტილია
ოჯახის სიწმინდის დღე: ცენტრალური ქუჩების ნაწილი უკვე გადაკეტილია
Sputnik საქართველო
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა. 17.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-17T10:15+0400
2026-05-17T10:15+0400
2026-05-17T10:51+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/12/293417386_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_01c026dcc0c59099f8660347e365f15b.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. დღეს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილი მსვლელობის გამო, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა უკვე შეზღუდულია.თბილისის მერიის ინფორმაციით, მსვლელობა 11:00 საათზე, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძრისკენ გაგრძელდება.გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, თუ სად არის შეზღუდული მოძრაობა და რა ალტერნატიული მარშრუტებით შეგიძლიათ სარგებლობა:საგზაო შეზღუდვები 08:00-დან 14:00 საათამდე მოქმედებს შემდეგ მონაკვეთებზე:როგორ გადაადგილდება ტრანსპორტი? - ალტერნატიული მარშრუტებირუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოსახვედრად: მძღოლებმა უნდა გამოიყენონ თარხნიშვილის, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩები, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების მეშვეობით.მელიქიშვილის გამზირსა და მეტრო „რუსთაველთან“ დაკავშირება: შესაძლებელია გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით.მეტრო „რუსთაველიდან“ თავისუფლების მოედნისკენ: ავტომობილები რუსთაველის გამზირზე იმოძრავებენ მხოლოდ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე. აქედან ისინი მარცხნივ მოხვევით, ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩების გავლით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩავლენ.თავისუფლების მოედნის მიმდებარედ: მოძრაობა ნებადართულია ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე.მას შემდეგ, რაც მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან სამების ტაძრისკენ დაიძვრება, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება ბარათაშვილის ხიდზე და ბარათაშვილის აღმართიდან ავლაბრის მოედნამდე.ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვისას: თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი მანქანები ისარგებლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროთა და კოტე აფხაზის ქუჩით. ხოლო ავლაბრისკენ მიმავალი ნაკადი იმოძრავებს მშრალი ხიდის, კოსტა ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით.ავლაბრის მოედნის ჩაკეტვისას: ქეთევან დედოფლის გამზირიდან მომავალი ავტომანქანები ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით დაუკავშირდებიან მტკვრის მარცხენა სანაპიროს.თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქში საგზაო მოძრაობა მსვლელობის დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/12/293417386_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_8676585248e53d52b52af444eeedd734.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
ოჯახის სიწმინდის დღე: ცენტრალური ქუჩების ნაწილი უკვე გადაკეტილია
10:15 17.05.2026 (განახლებულია: 10:51 17.05.2026) ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. დღეს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილი მსვლელობის გამო, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა უკვე შეზღუდულია.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მსვლელობა 11:00 საათზე, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძრისკენ გაგრძელდება.
გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, თუ სად არის შეზღუდული მოძრაობა და რა ალტერნატიული მარშრუტებით შეგიძლიათ სარგებლობა:
საგზაო შეზღუდვები 08:00-დან 14:00 საათამდე მოქმედებს შემდეგ მონაკვეთებზე:
რუსთაველის გამზირი (ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე);
ბარათაშვილის ხიდი და ბარათაშვილის აღმართიდან ავლაბრის მოედნამდე არსებული მონაკვეთი;
კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით;
ლესია უკრაინკას, ანტონ ფურცელაძის, არჩილ ჯორჯაძის, ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩები.
როგორ გადაადგილდება ტრანსპორტი? - ალტერნატიული მარშრუტები
რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოსახვედრად: მძღოლებმა უნდა გამოიყენონ თარხნიშვილის, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩები, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების მეშვეობით.
მელიქიშვილის გამზირსა და მეტრო „რუსთაველთან“ დაკავშირება: შესაძლებელია გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით.
მეტრო „რუსთაველიდან“ თავისუფლების მოედნისკენ: ავტომობილები რუსთაველის გამზირზე იმოძრავებენ მხოლოდ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე. აქედან ისინი მარცხნივ მოხვევით, ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩების გავლით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩავლენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარედ: მოძრაობა ნებადართულია ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე.
მას შემდეგ, რაც მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან სამების ტაძრისკენ დაიძვრება, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება ბარათაშვილის ხიდზე და ბარათაშვილის აღმართიდან ავლაბრის მოედნამდე.
ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვისას: თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი მანქანები ისარგებლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროთა და კოტე აფხაზის ქუჩით. ხოლო ავლაბრისკენ მიმავალი ნაკადი იმოძრავებს მშრალი ხიდის, კოსტა ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით.
ავლაბრის მოედნის ჩაკეტვისას: ქეთევან დედოფლის გამზირიდან მომავალი ავტომანქანები ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით დაუკავშირდებიან მტკვრის მარცხენა სანაპიროს.
თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქში საგზაო მოძრაობა მსვლელობის დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება.