https://sputnik-georgia.com/20260517/msoplio-sapatriarqos-delegacia-saqartveloshia-298677879.html
საპატრიარქო: პატრიარქმა შიო მესამემ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა
საპატრიარქო: პატრიარქმა შიო მესამემ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა
Sputnik საქართველო
დელეგაციის წევრებმა შიო მესამეს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს. 17.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-17T10:50+0400
2026-05-17T10:50+0400
2026-05-17T10:50+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24420/77/244207749_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_fb114cc77b6c323a44e2e6753d1c3c56.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლები ეწვივნენ, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას, რომელსაც თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსი ნიკიტა ხელმძღვანელობს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ უმასპინძლა.დელეგაციის წევრებმა შიო მესამეს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს.როგორც შეხვედრის შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) განაცხადა, ამ დღეებში საქართველოში ჩამოსვლით მართლმადიდებელმა ეკლესიებმა თანადგომა გამოიჩინეს.საპატრიარქოს ცნობით, მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრება, რომელსაც პატრიარქი შიო მესამე აღავლენს.წირვას ესწრებიან საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24420/77/244207749_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_a11600a2ef3abe348455d9c87c07af79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
საპატრიარქო: პატრიარქმა შიო მესამემ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა
დელეგაციის წევრებმა შიო მესამეს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლები ეწვივნენ, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას, რომელსაც თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსი ნიკიტა ხელმძღვანელობს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ უმასპინძლა.
დელეგაციის წევრებმა შიო მესამეს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) განაცხადა, ამ დღეებში საქართველოში ჩამოსვლით მართლმადიდებელმა ეკლესიებმა თანადგომა გამოიჩინეს.
„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიომ მიიღო მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები. საქართველოსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის არის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც დღემდე გრძელდება. ჩვენ დიდი მადლიერებით ვიხსენებთ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ჩამობრძანებას ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს იყო დიდი თანადგომა და გამხნევება“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ანდრიამ.
საპატრიარქოს ცნობით, მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრება, რომელსაც პატრიარქი შიო მესამე აღავლენს.
წირვას ესწრებიან საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.