https://sputnik-georgia.com/20260517/kavelashvili-mtkice-ojaxi-saxelmwipos-sawindaria-298691541.html
პრეზიდენტი: ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია
პრეზიდენტი: ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია
Sputnik საქართველო
საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს... 17.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-17T21:27+0400
2026-05-17T21:27+0400
2026-05-17T21:27+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/09/298026934_0:321:1342:1076_1920x0_80_0_0_808b3354d5b81e88ef3a4b2576710d8b.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ოჯახი ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს, განაცხდა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრო. საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სამების ტაძარში პირველი სადღესასწაულო წირვა აღავლენა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ უმნიშვნელოვანესი ფასეულობის დაცვასა და შენარჩუნებაში უდიდესია დედაეკლესიის როლი. მისი თქმით, ილია მეორის მიერ მესამე და მომდევნო შვილების მონათვლის ინიციატივამ ათასობით ქართულ ოჯახს გამბედაობა და რწმენა ჩაუნერგა. „ამ ტრადიციამ ახალი სული შთაბერა ჩვენს დემოგრაფიულ მომავალს და თითოეულ ჩვენგანს დაანახა, რომ ყოველი ახალი სიცოცხლე ქვეყნის უდიდესი სიმდიდრეა“,-აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ამ ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობას დღეს ღირსეულად აგრძელებს უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე. მისი წინამძღოლობით ეკლესია კვლავაც მყარად დგას მშვიდობის, ერთობის, ოჯახური ღირებულებებისა და მორალური სიმტკიცის სადარაჯოზე. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დაწესდა, როდესაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/09/298026934_0:195:1342:1202_1920x0_80_0_0_95cb6c815dceece9a73aa5ee9f16ce75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
პრეზიდენტი: ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია
საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ოჯახი ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს, განაცხდა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრო.
საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სამების ტაძარში პირველი სადღესასწაულო წირვა აღავლენა.
„დღეს, 17 მაისს ჩვენ განსაკუთრებულ დღესასწაულს – ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღვნიშნავთ... საქართველოს წარსული მოწმობს, რომ ქვეყნის გადარჩენის ბედი არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ხშირად ქართულ ოჯახში წყდებოდა. როდესაც ომიანობის დროს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეკლესია დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა, ოჯახურ კერაში იწრთობოდა ჩვენი ენა, ტრადიციები, მტკიცდებოდა სარწმუნოება, სამშობლოს სიყვარული და თავისუფლების იდეა თაობებს გადაეცემოდა“,- განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ უმნიშვნელოვანესი ფასეულობის დაცვასა და შენარჩუნებაში უდიდესია დედაეკლესიის როლი.
„დღეს, როდესაც ოჯახის სიწმინდეზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, უდიდესი მადლიერებით არ გავიხსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ეპოქალური მემკვიდრეობა. სწორედ მისი ინიციატივით დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე. მისმა უწმინდესობამ ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში იტვირთა ერის სულიერი მამობა. განუზომელია მისი ღვაწლი დემოგრაფიის მხარდაჭერის საქმეში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ილია მეორის მიერ მესამე და მომდევნო შვილების მონათვლის ინიციატივამ ათასობით ქართულ ოჯახს გამბედაობა და რწმენა ჩაუნერგა.
„ამ ტრადიციამ ახალი სული შთაბერა ჩვენს დემოგრაფიულ მომავალს და თითოეულ ჩვენგანს დაანახა, რომ ყოველი ახალი სიცოცხლე ქვეყნის უდიდესი სიმდიდრეა“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამ ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობას დღეს ღირსეულად აგრძელებს უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე. მისი წინამძღოლობით ეკლესია კვლავაც მყარად დგას მშვიდობის, ერთობის, ოჯახური ღირებულებებისა და მორალური სიმტკიცის სადარაჯოზე.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დაწესდა, როდესაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.