https://sputnik-georgia.com/20260517/janmom-ebolas-gamo-sagangebo-mdgomareoba-gamoacxada-298693047.html
ჯანმომ ებოლას ცხელების გამო საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ჯანმომ ებოლას ცხელების გამო საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
Sputnik საქართველო
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ლაბორატორიულად დადასტურებულია დაავადების 13 შემთხვევა - ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. 17.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-17T23:00+0400
2026-05-17T23:00+0400
2026-05-17T23:00+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ჯანმო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22766/30/227663016_0:246:2738:1786_1920x0_80_0_0_cab6eb6edde43b2c23650a9d55f06078.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას აფეთქება „საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად“ გამოაცხადა.როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, Bundibugyo-ს ვირუსით გამოწვეული აფეთქება არ აკმაყოფილებს პანდემიის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების კრიტერიუმებს, თუმცა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან სახმელეთო საზღვრის მქონე ქვეყნები დაავადების შემდგომი გავრცელების მაღალი რისკის წინაშე დგანან.აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ლაბორატორიულად დადასტურებულია დაავადების 13 შემთხვევა - ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.ასევე გამოვლენილია 246 დაუდასტურებელი შემთხვევა, ამასთან ხელისუფლება ამოწმებს ინფორმაციას კიდევ 65 ადამიანის შესაძლო გარდაცვალების შესახებ.უგანდაში საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი გამოცხადდა. ინფექციის გავრცელების ზუსტი მასშტაბები და დაავადებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობი რჩება.ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადება არის მწვავე ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ადამიანებსა და ცხოველების ზოგიერთ სახეობას. ებოლას ეპიდემია დასავლეთ აფრიკაში 2014-2016 წლებში მძვინვარებდა და ძირითადად სამი ქვეყანა – გვინეა, სიერა-ლეონე და ლიბერია მოიცვა, რასაც 11 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22766/30/227663016_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_e2bbfac10640e5d307a3c4c735bfd03b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ჯანმო , საზოგადოება, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, ჯანმო , საზოგადოება, ახალი ამბები
ჯანმომ ებოლას ცხელების გამო საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ლაბორატორიულად დადასტურებულია დაავადების 13 შემთხვევა - ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას აფეთქება „საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად“ გამოაცხადა.
როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, Bundibugyo-ს ვირუსით გამოწვეული აფეთქება არ აკმაყოფილებს პანდემიის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების კრიტერიუმებს, თუმცა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან სახმელეთო საზღვრის მქონე ქვეყნები დაავადების შემდგომი გავრცელების მაღალი რისკის წინაშე დგანან.
აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ლაბორატორიულად დადასტურებულია დაავადების 13 შემთხვევა - ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.
ასევე გამოვლენილია 246 დაუდასტურებელი შემთხვევა, ამასთან ხელისუფლება ამოწმებს ინფორმაციას კიდევ 65 ადამიანის შესაძლო გარდაცვალების შესახებ.
უგანდაში საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი გამოცხადდა. ინფექციის გავრცელების ზუსტი მასშტაბები და დაავადებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობი რჩება.
ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადება არის მწვავე ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ადამიანებსა და ცხოველების ზოგიერთ სახეობას. ებოლას ეპიდემია დასავლეთ აფრიკაში 2014-2016 წლებში მძვინვარებდა და ძირითადად სამი ქვეყანა – გვინეა, სიერა-ლეონე და ლიბერია მოიცვა, რასაც 11 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.