https://sputnik-georgia.com/20260517/dges-ojaxis-siwmindis-dge-aginishneba-298673484.html
დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
Sputnik საქართველო
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა. 17.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-17T09:39+0400
2026-05-17T09:39+0400
2026-05-17T09:39+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24050/18/240501856_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_d8444bece1ef581ad9389b97f40a36cf.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოში დღეს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.ოჯახის სიწმინდის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა. როგორც მაშინ პატრიარქმა აღნიშნა, ოჯახი კაცობრიობისა და სახელმწიფოს საფუძველია.ამ დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში საზეიმო მსვლელობა გაიმართება - 17 მაისი ოფიციალურ უქმე დღედ 2024 წელს გამოცხადდა.საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად 10:00 საათზე საყოველთაო შეკრება დაიწყება ქვეყნის 10 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, მცხეთასა და ოზურგეთში. ათივე ქალაქში საყოველთაო მსვლელობა ერთდროულად, 11:00 საათზე დაიწყება. შეკრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის ლოცვა-კურთხევით იმართება.ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საპატრიარქო ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს, რომელსაც დაესწრებიან საგანგებოდ შიო მესამის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.თბილისში, 11:00 საათზე ქაშუეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც.ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24050/18/240501856_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_93dd343b50664a23370661f6f1334339.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები
დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოში დღეს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.
ოჯახის სიწმინდის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა. როგორც მაშინ პატრიარქმა აღნიშნა, ოჯახი კაცობრიობისა და სახელმწიფოს საფუძველია.
ამ დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში საზეიმო მსვლელობა გაიმართება - 17 მაისი ოფიციალურ უქმე დღედ 2024 წელს გამოცხადდა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად 10:00 საათზე საყოველთაო შეკრება დაიწყება ქვეყნის 10 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, მცხეთასა და ოზურგეთში. ათივე ქალაქში საყოველთაო მსვლელობა ერთდროულად, 11:00 საათზე დაიწყება. შეკრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის ლოცვა-კურთხევით იმართება.
„17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. წელს აღნიშნულ დღესასწაულს პირველად აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარეშე და ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მეთაურობით. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებშიც აღინიშნება სასულიერო პირებისა და მრევლის ერთობლივი ლოცვითი მსვლელობით. ეს დღე იქნება სახე ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა”, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საპატრიარქო ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს, რომელსაც დაესწრებიან საგანგებოდ შიო მესამის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.
თბილისში, 11:00 საათზე ქაშუეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.