https://sputnik-georgia.com/20260517/deputati-tu-rezolucia-saprtxis-shemcvelia-xelisupleba-mas-ar-sheuertdeba-298679246.html
დეპუტატი: თუ რეზოლუცია ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია, ხელისუფლება მას არ შეუერთდება
დეპუტატი: თუ რეზოლუცია ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია, ხელისუფლება მას არ შეუერთდება
Sputnik საქართველო
საქართველო არ შეუერთდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ახალ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას. 17.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-17T16:13+0400
2026-05-17T16:13+0400
2026-05-17T16:13+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
უკრაინა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/17/296319321_0:252:3078:1983_1920x0_80_0_0_cbdeb7c05d1660895b4c373d49581729.jpg
თბილისი, 17 მაისი - Sputnik. შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, შესაბამისად, სადაც რისკი არსებობს, მოწოდების სიმაღლეზე ვართ და ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს საფრთხე საქართველოსთან მიმართებით არ არის, ძალიან შემცდარა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ირაკლი ჭეიშვილმა კითხვის პასუხად თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას.15 მაისს მოლდოვაში 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოთქვეს განზრახვა, შეუერთდნენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ახალ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას. ევროპის საბჭომ განაცხადა, რომ ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებელ პირებს გაასამართლებს.ჭეიშვილის თქმით, საქართველო ამ დრომდე არაერთ რეზოლუციას შეერთებია, მაგრამ როდესაც რეზოლუცია არის ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველი, ხელისუფლება მასთან შეერთებისგან ყოველთვის თავს შეიკავებს.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველო აღიარებს და მხარს უჭერს უკრაინის მთლიანობას, სუვერენიტეტს და უკრაინელ ხალხს, თუმცა, საქართველოსთან მიმართებით რეალური საფრთხეები კვლავ არსებობს.„ჯერ არ დასრულებულა უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი და ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს საფრთხე საქართველოსთან მიმართებით არ არის, ძალიან შემცდარა“, - განაცხადა დეპუტატმა.უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ახალ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ევროპის საბჭოს 34-მა წევრმა სახელმწიფომ (ანდორა, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვას რესპუბლიკა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო), ასევე, ევროკავშირმა, ავსტრალიამ და კოსტა-რიკამ.საქართველოს მხრიდან აღნიშნულ შეთანხმებაზე არშეერთების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ იძლევა შესაძლებლობას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილები, რომლებიც „საქართველოს დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის“.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/17/296319321_349:0:3078:2047_1920x0_80_0_0_0ff7fe5b49abe5b12101940f7ec6921d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, უკრაინა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, უკრაინა , ახალი ამბები
დეპუტატი: თუ რეზოლუცია ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია, ხელისუფლება მას არ შეუერთდება
საქართველო არ შეუერთდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ახალ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას.
თბილისი, 17 მაისი - Sputnik. შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, შესაბამისად, სადაც რისკი არსებობს, მოწოდების სიმაღლეზე ვართ და ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს საფრთხე საქართველოსთან მიმართებით არ არის, ძალიან შემცდარა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ირაკლი ჭეიშვილმა კითხვის პასუხად თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას.
15 მაისს მოლდოვაში 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოთქვეს განზრახვა, შეუერთდნენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ახალ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას. ევროპის საბჭომ განაცხადა, რომ ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებელ პირებს გაასამართლებს.
ჭეიშვილის თქმით, საქართველო ამ დრომდე არაერთ რეზოლუციას შეერთებია, მაგრამ როდესაც რეზოლუცია არის ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველი, ხელისუფლება მასთან შეერთებისგან ყოველთვის თავს შეიკავებს.
„ჩვენ არაერთ რეზოლუციას შევუერთდით გაეროში, ევროსაბჭოსა თუ სხვა მაღალი დონის პლატფორმაზე. ჩვენ ქართველი ხალხისა და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ქართველ ხალხს, მშვიდობას შეიძლება რაიმე დოზით პრობლემა ან საფრთხე შეექმნას, იქ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვდგავართ. სწორედ ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება რეზოლუციისთვის მხარის არდაჭერის თაობაზე", - განაცხადა ჭეიშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველო აღიარებს და მხარს უჭერს უკრაინის მთლიანობას, სუვერენიტეტს და უკრაინელ ხალხს, თუმცა, საქართველოსთან მიმართებით რეალური საფრთხეები კვლავ არსებობს.
„ჯერ არ დასრულებულა უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი და ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს საფრთხე საქართველოსთან მიმართებით არ არის, ძალიან შემცდარა“, - განაცხადა დეპუტატმა.
უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ახალ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ევროპის საბჭოს 34-მა წევრმა სახელმწიფომ (ანდორა, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვას რესპუბლიკა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო), ასევე, ევროკავშირმა, ავსტრალიამ და კოსტა-რიკამ.
საქართველოს მხრიდან აღნიშნულ შეთანხმებაზე არშეერთების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ იძლევა შესაძლებლობას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილები, რომლებიც „საქართველოს დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის“.