ცოტნე ივანიშვილი: ჩვენი სამშობლო ოჯახურ ღირებულებებზე დგას

© photo: Sputnikმსვლელობა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით
მსვლელობა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2026
გამოწერა
საქართველოში დღეს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. პირველად ვხვდებით ამ დღეს მისი დამფუძნებლის, პატრიარქ ილია მეორის გარეშე, თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან ბედნიერია მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, რომ პატრიარქ შიო მესამის სახით ძალიან ღირსეული გამგრძელებელი გვყავს, განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ცოტნე ივანიშვილმა სამების საკათედრო ტაძარში.
საქართველოში დღეს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა. როგორც მაშინ პატრიარქმა აღნიშნა, ოჯახი კაცობრიობისა და სახელმწიფოს საფუძველია. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში საზეიმო მსვლელობა იმართება - 17 მაისი ოფიციალურ უქმე დღედ 2024 წელს გამოცხადდა.
როგორც ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა, თითოეული ქართველოსთვის ეს დღე განსაკუთრებულად ემოციურია.
„ამ დღის მნიშვნელობა ძალიან დიდია, რადგანაც ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო. მშობლებისადმი პატივისცემა კი გამოხატულებაა უდიდესი მორალის და ღირსების. ძალიან მიხარია, რომ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა გამოდის და გვერდით უდგას ამ იდეას. ამით ისინი გამოხატავენ მშობლებისადმი პატივისცემას“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
ამასთან, ცოტნე ივანიშვილს კითხვა დაუსვეს საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზეც.
„ნებისმიერი ქართველის პოზიცია ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს ერთიანი და ძალიან მკაცრი. მიუღებელია ეს ყველაფერი და იმდენად მძიმეა, ამორალურია, ამაზე საუბარიც რთულია. იმედი მაქვს, ეს ხალხი მოუხმობს ეთიკას, ღირსებას, მორალს და დაფიქრდებიან საკუთარ ნათქვამზე“, – განაცხადა ივანიშვილმა.
დღეს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში პირველი სადღესასწაულო წირვა აღავლინა, რომელსაც ესწრებოდნენ საგანგებოდ შიო მესამის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დაწესდა, როდესაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0