https://sputnik-georgia.com/20260516/turizmis-erovnulma-administraciam-gaeros-regionul-sxdomasi-miiro-monawileoba-298671384.html
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაეროს ევროპის რეგიონულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაეროს ევროპის რეგიონულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
Sputnik საქართველო
სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2027 წელს გამოცხადებულ მდგრადი და მედეგი ტურიზმის საერთაშორისო წელსა და მის სამოქმედო გეგმას. 16.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-16T15:53+0400
2026-05-16T15:53+0400
2026-05-16T15:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურიზმი
გაერო
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24526/30/245263095_0:166:3051:1882_1920x0_80_0_0_11278f0a8ae0c139f2a1abcfdd8c625e.jpg
თბილისი, 16 მაისი - Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ევროპის რეგიონულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ევროპის რეგიონული კომისიის 72-ე სხდომა მალტაში გაიმართა. სხდომას 33 წევრი ქვეყნის დელეგატი, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრო. უწყების ცნობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ტურიზმის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, მდგრადი ტურიზმის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2027 წელს გამოცხადებულ მდგრადი და მედეგი ტურიზმის საერთაშორისო წელს (International Year of Sustainable and Resilient Tourism – 2027) და მის სამოქმედო გეგმას. "ინიციატივის მთავარი მიზანია ტურიზმის სექტორის, როგორც მდგრადი ეკონომიკური განვითარების, სოციალური ჩართულობისა და რეგიონული გამძლეობის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალის პოზიციონირება", - აღნიშნულია განცხადებაში. გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს დარგის უფრო აქტიურ ინტეგრაციას გლობალურ დღის წესრიგში, ასევე ტურიზმის, როგორც ტრანსფორმაციული ძალის როლის გაძლიერებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში. სესიაზე ასევე განიხილეს 2026-2027 წლების დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები, რომლებიც მოიცავს ტურიზმის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ცოდნის გაზიარებასა და ტურიზმის სექტორში პრაქტიკული შედეგების მიღწევას.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24526/30/245263095_160:0:2891:2048_1920x0_80_0_0_22e5e83f0a8ee3894088bc232aebf133.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი, გაერო, ევროპა
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი, გაერო, ევროპა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაეროს ევროპის რეგიონულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2027 წელს გამოცხადებულ მდგრადი და მედეგი ტურიზმის საერთაშორისო წელსა და მის სამოქმედო გეგმას.
თბილისი, 16 მაისი - Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ევროპის რეგიონულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ევროპის რეგიონული კომისიის 72-ე სხდომა მალტაში გაიმართა. სხდომას 33 წევრი ქვეყნის დელეგატი, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრო.
უწყების ცნობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ტურიზმის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, მდგრადი ტურიზმის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2027 წელს გამოცხადებულ მდგრადი და მედეგი ტურიზმის საერთაშორისო წელს (International Year of Sustainable and Resilient Tourism – 2027) და მის სამოქმედო გეგმას.
"ინიციატივის მთავარი მიზანია ტურიზმის სექტორის, როგორც მდგრადი ეკონომიკური განვითარების, სოციალური ჩართულობისა და რეგიონული გამძლეობის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალის პოზიციონირება", - აღნიშნულია განცხადებაში.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს დარგის უფრო აქტიურ ინტეგრაციას გლობალურ დღის წესრიგში, ასევე ტურიზმის, როგორც ტრანსფორმაციული ძალის როლის გაძლიერებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში.
სესიაზე ასევე განიხილეს 2026-2027 წლების დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები, რომლებიც მოიცავს ტურიზმის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ცოდნის გაზიარებასა და ტურიზმის სექტორში პრაქტიკული შედეგების მიღწევას.