სწორი პოლიტიკის დადასტურება - მინისტრის მოადგილე Fitch-ის რეიტინგზე

ვახტანგ ცინცაძემ
ვახტანგ ცინცაძემ - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2026
გამოწერა
ახლა მთავრობის მიზანია - მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, რათა მოხერხდეს დასაქმების გაზრდა და უმუშევრობის შემცირება, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 16 მაისი - Sputnik. Fitch-ის რეიტინგი ადასტურებს საქართველოს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
საერთაშორისო რეიტინგულმა სააგენტო Fitch Ratings-მა დაადასტურა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე და პერსპექტივა „სტაბილურზე“ დატოვა. სააგენტოს განმარტებით, საქართველოს რეიტინგს ამყარებს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე BB კატეგორიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, სანდო მაკროფისკალური პოლიტიკის ჩარჩო, ზომიერი სახელმწიფო ვალის მოცულობა და ჯანსაღი საბანკო სექტორი.
„შეფასებაში ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში სანდო მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკის განვითარების ძლიერ ტენდენციაზე. ამის გათვალისწინებით, სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის გააუმჯობესა, კერძოდ, წელს სარეიტინგო სააგენტო 6,5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რაც წინა შეფასებასთან შედარებით 1,2 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული“, - აღნიშნა ცინცაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების მოლოდინია, რომ ტენდენციები, რაც წინა წლებში ფიქსირდებოდა ეკონომიკური ზრდის კუთხით, გაგრძელდება როგორც 2026, ასევე მომდევნო წლებში.
„ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რათა გაიზარდოს დასაქმების მაჩვენებელი, შემცირდეს უმუშევრობა და ქვეყანაში შეიქმნას მეტი დამატებული ღირებულება“, - განაცხადა ცინცაძემ.
Fitch-ის პროგნოზით, 2026 წელს მშპ-ს ზრდა შენელდება დაახლოებით 6,5%-მდე, თუმცა გარე გამოწვევების მიუხედავად საშუალოდ იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
ანალიტიკოსების თვალსაზრისით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკის ზრდა 5%-იან ნიშნულს მიუახლოვდება.
ყველა ახალი ამბავი
0