სერიული მკვლელობების დაგეგმვისთვის 22 წლის ქართველს ამერიკაში განაჩენი გამოუტანეს

CC BY 2.0 / Drew Bates / Alcatraz Cellsციხე მანჰეტენზე
ციხე მანჰეტენზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2026
გამოწერა
"მეთაური ყასაბის" სახელით ცნობილი მიხეილ ჩხიკვიშვილი 2024 წლის ივლისში დააკავეს.
თბილისი, 16 მაისი - Sputnik. ნეონაცისტური დაჯგუფების ქართველ მეთაურს, 22 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილს ნიუ-იორკში 15 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია "პირველი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
"მეთაური ყასაბის" სახელით ცნობილი მიხეილ ჩხიკვიშვილი 2024 წლის ივლისში დააკავეს. მისი ექსტრადირება მოლდოვიდან აშშ-ში შარშან მოხდა.
ჩხიკვიშვილს გამოძიება მასობრივი თავდასხმების დაგეგმვასა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის წაქეზებას ედავებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხიკვიშვილმა ბრალი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აღიარა.
შეერთებული შტატების საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, ჩხიკვიშვილი ე.წ. მანიაკალური მკვლელობის კულტის დაჯგუფების ლიდერია და მისი ერთ-ერთი გეგმა ახალი წლის ღამეს მოწამლული ტკბილეულის დარიგებას ითვალისწინებდა.
ნიუ-იორკის პროკურატურის ცნობით, საქართველოს მოქალაქე აპირებდა მასობრივი მკვლელობების მოწყობას საწამლავის, თვითმკვლელი ბომბების, ცეცხლსასროლი იარაღის, ხანძრისა და ავტომობილის აფეთქებით.
მიხეილ ჩხიკვიშვილმა სკოლა თბილისში დაამთავრა. მისი მასწავლებლებისა და თანაკლასელების ინფორმაციით, ჩხიკვიშვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
ყველა ახალი ამბავი
0