https://sputnik-georgia.com/20260516/saqartvelosi-turizmis-sferos-warmomadgenlebs-ganvitarebis-axali-stimuli-gaucndat-298667471.html
საქართველოში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს განვითარების ახალი სტიმული გაუჩნდათ
საქართველოში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს განვითარების ახალი სტიმული გაუჩნდათ
Sputnik საქართველო
პროექტის მიზანია როგორც ინდივიდუალური და კორპორაციული მიღწევების აღიარება, ასევე ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება 16.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-16T12:10+0400
2026-05-16T12:10+0400
2026-05-16T12:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1a/273410725_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_e35478a1719a8277a0621109aef0cfc2.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. „საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“ (National Tourism Awards) განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს, განაცხადეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.„ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებას“ ფარგლებში ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ 30-ზე მეტ კატეგორიაში, რომელიც ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს.ფინალისტები და გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 2026 წლის სექტემბერში გაიმართება.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ 2026 წლის სეზონის პირველ ღონისძიებას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ღონისძიებაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, დაჯილდოების ფორმატი ინდუსტრიის განვითარების პლატფორმად ჩამოყალიბდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მასტერკლასების ჩატარება, რეგიონული შეხვედრების გამართვა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შორის აქტიური დიალოგის ხელშეწყობა.პროექტის მიზანია როგორც ინდივიდუალური და კორპორაციული მიღწევების აღიარება, ასევე ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და პროფესიული უნარების განვითარება.საქართველოში ტურიზმი ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება. 2025 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობებიდან შემოსავალმა დაახლოებით 4,7 მლრდ დოლარი შეადგინა – 5,98%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს.2025 წელს ყველაზე დიდი თანხა - 697,3 მლნ დოლარი რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1a/273410725_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_6074d3a4838afd75cd956eee695dce1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი
საქართველოში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს განვითარების ახალი სტიმული გაუჩნდათ
პროექტის მიზანია როგორც ინდივიდუალური და კორპორაციული მიღწევების აღიარება, ასევე ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. „საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“ (National Tourism Awards) განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს, განაცხადეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
„ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებას“ ფარგლებში ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ 30-ზე მეტ კატეგორიაში, რომელიც ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს.
ფინალისტები და გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 2026 წლის სექტემბერში გაიმართება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ 2026 წლის სეზონის პირველ ღონისძიებას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ღონისძიებაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, დაჯილდოების ფორმატი ინდუსტრიის განვითარების პლატფორმად ჩამოყალიბდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მასტერკლასების ჩატარება, რეგიონული შეხვედრების გამართვა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შორის აქტიური დიალოგის ხელშეწყობა.
პროექტის მიზანია როგორც ინდივიდუალური და კორპორაციული მიღწევების აღიარება, ასევე ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და პროფესიული უნარების განვითარება.
საქართველოში ტურიზმი ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება. 2025 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობებიდან შემოსავალმა დაახლოებით 4,7 მლრდ დოლარი შეადგინა – 5,98%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს.
2025 წელს ყველაზე დიდი თანხა - 697,3 მლნ დოლარი რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს.