https://sputnik-georgia.com/20260516/saqartvelosi-eleqtroenergiis-moxmareba-wlis-dasawyisidan-gaizarda-298667321.html
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლის დასაწყისიდან გაიზარდა
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლის დასაწყისიდან გაიზარდა
Sputnik საქართველო
ექსპორტი 58,1%-ით გაიზარდა 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით და 11,4 მლნ კვტ/საათი შეადგინა. 16.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-16T11:29+0400
2026-05-16T11:29+0400
2026-05-16T11:29+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24734/23/247342324_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_815944881356fc892b89836db10c4435.jpg
თბილისი, 16 მაისი - Sputnik. 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,9%-ით გაიზარდა და 4,1 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებგვერდზე (ESCO) არსებულ მონაცემებში.2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს გენერაციამ 3 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა - 7,1%-ით მეტი 2025 წლის იანვარ-მარტთან შედარებით.გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 1,9 მილიარდი კილოვატ/საათი. თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 1 მილიარდზე მეტი კვტ სთ, ხოლო „ქართლის“ ქარის ელექტროსადგურმა26 მილიონი კვტ/სთ გამოიმუშავა, იტყობინება ESCO.ოპერატორის მონაცემებით, ექსპორტი 58,1%-ით გაიზარდა 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით და 11,4 მლნ კვტ/საათი შეადგინა. ელექტროენერგია ძირითადად აზერბაიჯანში გადიოდა.გარდა ამისა, 2026 წლის ოანვარ-მარტში საქართველომ 1 მილიარდზე მეტი კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, რაც 11,1%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.ამ იმპორტის 68,2% განხორციელდა რუსეთიდან (738,5 მილიონი კილოვატ-საათი), 16,5% - თურქეთიდან, (178,5 მილიონი კილოვატ-საათი), 9,4% - აზერბაიჯანიდან (101,5 მილიონი კილოვატ-საათი) და 5,8% სომხეთიდან - 63,6 მლნ კვტ/სთ.საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2025 წელს მოიხმარეს 14,9 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,3%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გამომუშავება 13,8 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2,8%-ით ნაკლებია, ვიდრე 2024 წელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24734/23/247342324_117:0:1024:680_1920x0_80_0_0_30efb759ea546c683b2c88b16fb38f4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლის დასაწყისიდან გაიზარდა
ექსპორტი 58,1%-ით გაიზარდა 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით და 11,4 მლნ კვტ/საათი შეადგინა.
თბილისი, 16 მაისი - Sputnik. 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,9%-ით გაიზარდა და 4,1 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებგვერდზე (ESCO) არსებულ მონაცემებში.
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს გენერაციამ 3 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა - 7,1%-ით მეტი 2025 წლის იანვარ-მარტთან შედარებით.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 1,9 მილიარდი კილოვატ/საათი. თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 1 მილიარდზე მეტი კვტ სთ, ხოლო „ქართლის“ ქარის ელექტროსადგურმა26 მილიონი კვტ/სთ გამოიმუშავა, იტყობინება ESCO.
ოპერატორის მონაცემებით, ექსპორტი 58,1%-ით გაიზარდა 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით და 11,4 მლნ კვტ/საათი შეადგინა. ელექტროენერგია ძირითადად აზერბაიჯანში გადიოდა.
გარდა ამისა, 2026 წლის ოანვარ-მარტში საქართველომ 1 მილიარდზე მეტი კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, რაც 11,1%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამ იმპორტის 68,2% განხორციელდა რუსეთიდან (738,5 მილიონი კილოვატ-საათი), 16,5% - თურქეთიდან, (178,5 მილიონი კილოვატ-საათი), 9,4% - აზერბაიჯანიდან (101,5 მილიონი კილოვატ-საათი) და 5,8% სომხეთიდან - 63,6 მლნ კვტ/სთ.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2025 წელს მოიხმარეს 14,9 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,3%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გამომუშავება 13,8 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2,8%-ით ნაკლებია, ვიდრე 2024 წელს.