Fitch Ratings-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაღალი შეფასება მისცა - მინისტრის მოადგილე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაათი მეიდანზე
საათი მეიდანზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2026
გამოწერა
ანალიტიკოსების თვალსაზრისით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკის ზრდა 5%-იან ნიშნულს მიუახლოვდება.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings ანგარიშში ხაზს უსვამს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღეს და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას, აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
საერთაშორისო რეიტინგულმა სააგენტო Fitch Ratings-მა დაადასტურა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე და პერსპექტივა „სტაბილურზე“ დატოვა. სააგენტოს განმარტებით, საქართველოს რეიტინგს ამყარებს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე BB კატეგორიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, სანდო მაკროფისკალური პოლიტიკის ჩარჩო, ზომიერი სახელმწიფო ვალის მოცულობა და ჯანსაღი საბანკო სექტორი.
„ანგარიშის თანახმად, საკრედიტო სარეიტინგო კომპანია საშუალოვადიან პერიოდში, ასევე პროგნოზირებს საქართველოს ეკონომიკის მაღალ ზრდას იგივე რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან მიმართებით, პოტენციურ ზრდასთან დაახლოების პერსპექტივით“, - განაცხადა გუნცაძემ.
Fitch-ის პროგნოზით, 2026 წელს მშპ-ს ზრდა შენელდება დაახლოებით 6,5%-მდე, თუმცა გარე გამოწვევების მიუხედავად საშუალოდ იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
ანალიტიკოსების თვალსაზრისით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკის ზრდა 5%-იან ნიშნულს მიუახლოვდება.
ყველა ახალი ამბავი
0