https://sputnik-georgia.com/20260515/yalbi-fuli-298649507.html
საქართველოში ყალბი ფულის გამსაღებლები ძირითადად დოლარებე „მუშაობენ“
საქართველოში ყალბი ფულის გამსაღებლები ძირითადად დოლარებე „მუშაობენ“
Sputnik საქართველო
2025 წელს ეროვნულმა ბანკმა შემოწმებისთვის სხვადასხვა ნომინალის 6.573 ბანკნოტი მიიღო, რომელთაგან 2.967 ყალბი აღმოჩნდა. 15.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-15T13:41+0400
2026-05-15T13:41+0400
2026-05-15T13:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24756/07/247560742_15:0:984:545_1920x0_80_0_0_1c2b0e31721c188598b18c90a1eedf7c.jpg
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. 2025 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საეჭვო ბანკნოტების შემოწმებისას აღმოაჩინა, რომ ყალბი ბანკნოტების უმეტესობა დოლარში იყო.ეროვნული ბანკს ბანკნოტების შემოწმებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, სამართალდამცავი ორგანოები და თავად ფიზიკური პირები მიმართავენ.2025 წელს საეჭვო მდგომარეობაში მყოფი 6573 სხვადასხვა ვალუტის ბანკნოტი შემოწმდა, საიდანაც 2967 ყალბი ბანკნოტი გამოვლინდა. ამ ბანკნოტების უდიდესი ნაწილი - 2014 ერთეული ბანკნოტი აშშ დოლარი იყო. მეორე ადგილზეა ლარის ბანკნოტები 687 ერთეულის ოდენობით, მესამეზე კი ევრო 123 ყალბი ერთეულით. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ვალუტებს, მათი მთლიანი რაოდენობა იყო 132 ერთეული.უშუალოდ ყალბი ლარის ბანკნოტებს შორის უდიდესი ნაწილი მოდის 100 და 50 ლარის ბანკნოტებზე, იშვიათად 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებზე.2025 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით შემცირდა 10,7 პროცენტით. დოლარების ყალბი ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 8,9 პროცენტით, ხოლო ევროს ყალბი ბანკნოტების რაოდენობა შემცირდა 23,6 პროცენტით.ასევე, სხვა უცხოური ყალბი ვალუტა შემცირდა 32.3 პროცენტით. რაც შეეხება ლარის ყალბ მონეტებს, 2024 წელთან შედარებით მათი რაოდენობა უმნიშვნელოა (შემცირდა 99,7 პროცენტით).საფინანსო სექტორის წარმომადგენელი ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში ვალდებულია ჩამოართვას ფული ბანკნოტების მფლობელს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, შემდგომი ექსპერტიზის მიზნით.რაც შეეხება მომსახურების გამწევ ნებისმიერ სხვა პირს, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში ის ვალდებულია ანგარიშსწორების პროცესში წარმომდგენს განუმარტოს, რომ ფულის ნიშანი შესაძლებელია იყოს ყალბი და სათანადო რეაგირების მიზნით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის საშუალებით გამოიძახოს სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც, თავის მხრივ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24756/07/247560742_136:0:863:545_1920x0_80_0_0_790add0b47d2afaeff5f929f6458f115.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოში ყალბი ფულის გამსაღებლები ძირითადად დოლარებე „მუშაობენ“
2025 წელს ეროვნულმა ბანკმა შემოწმებისთვის სხვადასხვა ნომინალის 6.573 ბანკნოტი მიიღო, რომელთაგან 2.967 ყალბი აღმოჩნდა.
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. 2025 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საეჭვო ბანკნოტების შემოწმებისას აღმოაჩინა, რომ ყალბი ბანკნოტების უმეტესობა დოლარში იყო.
ეროვნული ბანკს ბანკნოტების შემოწმებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, სამართალდამცავი ორგანოები და თავად ფიზიკური პირები მიმართავენ.
2025 წელს საეჭვო მდგომარეობაში მყოფი 6573 სხვადასხვა ვალუტის ბანკნოტი შემოწმდა, საიდანაც 2967 ყალბი ბანკნოტი გამოვლინდა. ამ ბანკნოტების უდიდესი ნაწილი - 2014 ერთეული ბანკნოტი აშშ დოლარი იყო. მეორე ადგილზეა ლარის ბანკნოტები 687 ერთეულის ოდენობით, მესამეზე კი ევრო 123 ყალბი ერთეულით. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ვალუტებს, მათი მთლიანი რაოდენობა იყო 132 ერთეული.
უშუალოდ ყალბი ლარის ბანკნოტებს შორის უდიდესი ნაწილი მოდის 100 და 50 ლარის ბანკნოტებზე, იშვიათად 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებზე.
2025 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით შემცირდა 10,7 პროცენტით. დოლარების ყალბი ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 8,9 პროცენტით, ხოლო ევროს ყალბი ბანკნოტების რაოდენობა შემცირდა 23,6 პროცენტით.
ასევე, სხვა უცხოური ყალბი ვალუტა შემცირდა 32.3 პროცენტით. რაც შეეხება ლარის ყალბ მონეტებს, 2024 წელთან შედარებით მათი რაოდენობა უმნიშვნელოა (შემცირდა 99,7 პროცენტით).
საფინანსო სექტორის წარმომადგენელი ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში ვალდებულია ჩამოართვას ფული ბანკნოტების მფლობელს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, შემდგომი ექსპერტიზის მიზნით.
რაც შეეხება მომსახურების გამწევ ნებისმიერ სხვა პირს, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში ის ვალდებულია ანგარიშსწორების პროცესში წარმომდგენს განუმარტოს, რომ ფულის ნიშანი შესაძლებელია იყოს ყალბი და სათანადო რეაგირების მიზნით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის საშუალებით გამოიძახოს სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც, თავის მხრივ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას.