https://sputnik-georgia.com/20260515/saqartvelom-evropis-sabwos-komitetze-qartuli-mediis-akreditaciis-sakitxi-wamowia-298657549.html
საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე ქართული მედიის აკრედიტაციის საკითხი წამოწია
საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე ქართული მედიის აკრედიტაციის საკითხი წამოწია
Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება, ეს ორივეს... 15.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-15T18:15+0400
2026-05-15T18:15+0400
2026-05-15T18:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
ევროპა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0e/297133038_0:172:852:651_1920x0_80_0_0_65be143226cb941446b3f2705de01d88.jpg
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. მედიის თავისუფლების შერჩევითი პრინციპით ინტერპრეტაცია საგანგაშოა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კიშინიოვში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე.პროსამთავრობო ქართულ ტელეარხ „იმედს“, ასევე „რუსთავი 2“-სა და Post TV-ს არ მისცეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გაშუქების აკრედიტაცია. სესია 15 მაისს იმართება და მასში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს.მისი თქმით, საქართველოს კრიტიკა ზოგიერთებისთვის მიმზიდველ საქმიანობად იქცა.„კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია, მაგრამ მაშინ, როდესაც პოლიტიკური მიზნები ფაქტებზე მაღლა დგება, ეს უკვე არა დემოკრატიის გაძლიერებას, არამედ ნდობის რღვევას ემსახურება. თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ; „ქართველი ხალხის მხარდაჭერის“ მტკიცება და იმავდროულად ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება; კანონის უზენაესობაზე საუბარი და ამავე დროს სამართლისა და კანონის გვერდის ავლის გზების ძიება“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო კვლავაც ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი მოგვარების პოლიტიკის და ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და რეგიონში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.„ჩვენ კარგად ვიცით ომის ფასი და გვესმის, რომ მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ესკალაციის არარსებობა კი არა, არამედ პასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხის, რეგიონისა და საერთო ევროპული მომავლის წინაშე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.დღეს კიშინევში იმართება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესია, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის დელაგაცია ესწრება.სესიის ფარგლებში მინისტრები განიხილავენ დემოკრატიის დაცვას გარე ჩარევისგან, ინფორმაციით მანიპულირებისგან, არჩევნებზე ზეწოლასა და ევროპული მულტილატერალიზმის კრიზისს.განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ე.წ. „ევროპის ახალ დემოკრატიულ პაქტს“ - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს კონტინენტზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0e/297133038_0:92:852:731_1920x0_80_0_0_dfd5ec1b14457af2114ae6dd01951199.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ევროპა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ევროპა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე ქართული მედიის აკრედიტაციის საკითხი წამოწია
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება, ეს ორივეს აზიანებს
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. მედიის თავისუფლების შერჩევითი პრინციპით ინტერპრეტაცია საგანგაშოა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კიშინიოვში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე.
პროსამთავრობო ქართულ ტელეარხ „იმედს“, ასევე „რუსთავი 2“-სა და Post TV-ს არ მისცეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გაშუქების აკრედიტაცია. სესია 15 მაისს იმართება და მასში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს.
„დღეს ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე. შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს კრიტიკა ზოგიერთებისთვის მიმზიდველ საქმიანობად იქცა.
„კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია, მაგრამ მაშინ, როდესაც პოლიტიკური მიზნები ფაქტებზე მაღლა დგება, ეს უკვე არა დემოკრატიის გაძლიერებას, არამედ ნდობის რღვევას ემსახურება. თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ; „ქართველი ხალხის მხარდაჭერის“ მტკიცება და იმავდროულად ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება; კანონის უზენაესობაზე საუბარი და ამავე დროს სამართლისა და კანონის გვერდის ავლის გზების ძიება“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო კვლავაც ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი მოგვარების პოლიტიკის და ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და რეგიონში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
„ჩვენ კარგად ვიცით ომის ფასი და გვესმის, რომ მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ესკალაციის არარსებობა კი არა, არამედ პასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხის, რეგიონისა და საერთო ევროპული მომავლის წინაშე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
დღეს კიშინევში იმართება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესია, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის დელაგაცია ესწრება.
სესიის ფარგლებში მინისტრები განიხილავენ დემოკრატიის დაცვას გარე ჩარევისგან, ინფორმაციით მანიპულირებისგან, არჩევნებზე ზეწოლასა და ევროპული მულტილატერალიზმის კრიზისს.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ე.წ. „ევროპის ახალ დემოკრატიულ პაქტს“ - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს კონტინენტზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას.