როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულების ინდექსი საქართველოში

© Ministry of Economy and Sustainable Development of GeorgiaCentral Park Towers-ის მშენებლობა
Central Park Towers-ის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2026
გამოწერა
თვის განმავლობაში ინდექსის გაზრდა მოხდა სამშენებლო სექტორში ხელფასების 4,4%-ით ზრდის გამო.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. 2026 წლის მარტში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, 2026 წლის თებერვალთან შედარებით, 1,9%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი).
უწყება სამშენებლო ღირებულების ინდექსს (CCI) ითვლის, რომელიც საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საჭირო მასალებისა და მომსახურების საშუალო ფასის დონეს წარმოადგენს საბაზისო პერიოდთან შედარებით.
ცალკეულ სეგმენტებში თვიური ინდექსი გაიზარდა:
საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი 0,4%-ით;
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი 2,1%-ით;
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი 3,2%-ით.
„საქსტატის" ცნობით, თვის განმავლობაში ინდექსის გაზრდა მოხდა სამშენებლო სექტორში ხელფასების 4,4%-ით ზრდის გამო.
2026 წლის მარტში გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2%-ით, რაც ძირითადად განპირობებული იყო დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2,7%-ით ზრდით.
ცალკეულ სეგმენტებში წლიურად ინდექსი გაიზარდა:
საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი - 2%-ით;
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი - 3,2%-ით;
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი - 3,3%-ით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ისე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0