https://sputnik-georgia.com/20260515/prokuraturam-tarlitobistvis-erti-piri-daakava-298658006.html
საქართველოს პროკურატურამ თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
ბრალდებული დაზარალებულს 5 მილიონი დოლარის გრანტის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 100 ათასი დოლარი გამოართვა და 50 ათასი დოლარის არარსებული ვალი... 15.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-15T20:04+0400
2026-05-15T20:04+0400
2026-05-15T20:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ის უცხო ქვეყნის იურიდიული პირის ოფიციალური წარმომადგენელი იყო და შეეძლო გრანტის სახით 5 მილიონი აშშ დოლარის მიღება, რომლითაც დაზარალებულს შესაძლებლობა ექნებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. აღნიშნულისთვის კი დაზარალებულს მისთვის წინასწარ უნდა მიეცა 100.000 დოლარი და არარსებული ვალი, 50.000 აშშ დოლარი უნდა ეღიარებინა, რაც თითქოსდა გრანტის მიღებისთვის დამატებითი გარანტია იქნებოდა. დაზარალებულმა ბრალდებულს თანხა გადასცა და ვალიც აღიარა. სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავა
ბრალდებული დაზარალებულს 5 მილიონი დოლარის გრანტის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 100 ათასი დოლარი გამოართვა და 50 ათასი დოლარის არარსებული ვალი აღიარებინა.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ის უცხო ქვეყნის იურიდიული პირის ოფიციალური წარმომადგენელი იყო და შეეძლო გრანტის სახით 5 მილიონი აშშ დოლარის მიღება, რომლითაც დაზარალებულს შესაძლებლობა ექნებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. აღნიშნულისთვის კი დაზარალებულს მისთვის წინასწარ უნდა მიეცა 100.000 დოლარი და არარსებული ვალი, 50.000 აშშ დოლარი უნდა ეღიარებინა, რაც თითქოსდა გრანტის მიღებისთვის დამატებითი გარანტია იქნებოდა. დაზარალებულმა ბრალდებულს თანხა გადასცა და ვალიც აღიარა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.