https://sputnik-georgia.com/20260515/media-skandali-saqartvelos-xelisufleba-mediaze-evropelebis-zewolaze-saubrobs-298661093.html
მედია-სკანდალი საქართველოში: ხელისუფლება ევროპის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
მედია-სკანდალი საქართველოში: ხელისუფლება ევროპის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
Sputnik საქართველო
ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ცდილობს შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება ქართულ მედიაში და საკუთარი დღის წესრიგით ფუნქციონირება აიძულოს 15.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-15T21:15+0400
2026-05-15T21:15+0400
2026-05-15T21:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295227133_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_55355aaeba74f50c09c92bb1d8f64ca1.jpg
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გააკრიტიკა ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილება რამდენიმე ქართული სატელევიზიო არხისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევის შესახებ და ეს ალტერნატიული მოსაზრებების შეზღუდვის მცდელობად შეაფასა.პროსამთავრობო ქართულ ტელეარხ „იმედს“, ასევე „რუსთავი 2“-სა და Post TV-ს არ მისცეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გაშუქების აკრედიტაცია, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიცა წარმოდგენილი. გარდა ამისა, „იმედს“ ევროპარლამენტის აკრედიტაცია ერთი წლით ჩამოერთვა.„არც ორმაგი სტანდარტია, აქ არის უსტანდარტობაზე საუბარი, როდესაც მედიის წარმომადგენლებს დაშვება არ ეძლევათ. სამწუხაროდ, ევრობიუროკრატები თავად ანგრევენ იმ ძირითად პრინციპს, რაც ევროგაერთიანებაა“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა.თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ გარკვეული მედია საშუალებებისთვის დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ინფორმაციას საზოგადოებამდე მაინც მიიტანენ.„სიმართლე აუცილებლად იპოვის თავის გზას, ინფორმაცია, რომელიც საჭიროა, რომ საზოგადოებამ გაიგოს, აუცილებლად მიეწოდება მათ, თუმცა ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციასა თუ ბიუროკრატების ნაწილში არის, ნამდვილად შემაშფოთებელია“, - აღნიშნა წილოსანმა.საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, დავით მათიკაშვილმა, განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს ისეთი ვითარების მიღწევას, რომ ერთიანი საინფორმაციო ხაზი შეიქმნას.„მათ სურთ, რომ ყველა მედიასაშუალებამ ერთ ხმაში ისაუბროს. სააკაშვილის მეგობრებისა და ქართველი ხალხის მტრებისგან, სხვა რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი, თუ არა ასეთი ზღვარგადასული ფსკერს ქვევით დაშვებული ქმედება, რაც ჩვენ ვიხილეთ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.ევროპარლამენტის ინფორმაციით, „იმედისთვის“ ერთი წლით აკრედიტაციის ჩამორთმევის გადაწყვეტილება დაეფუძნა „იმედის კვირაში“ გასულ რეპორტაჟს და ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანესთან გასაუბრების მცდელობას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევა.ტელეკომპანიაში განაცხადეს, რომ 22 აპრილს მიღებული ოფიციალური გაფრთხილების შემდეგ „იმედმა“ წერილობით მიმართა შესაბამის სამსახურს თხოვნით, რომ დამატებით განემარტათ, თუ როგორი წესები ჰქონდათ მათ, რას არღვევდნენ „იმედის“ ჟურნალისტები, თუმცა ამასთან დაკავშირებით განმარტება ტელეკომპანიას არ მიუღია.როგორც ტელევიზიაში აღნიშნეს, ევროპარლამენტის საქმიანობის გაშუქება წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს, ხოლო ჟურნალისტებისთვის წვდომის ხანგრძლივი შეზღუდვა გავლენას ახდენს არამხოლოდ კონკრეტული მედიის საქმიანობაზე, არამედ საზოგადოების შესაძლებლობაზე, დროულად და სრულყოფილად მიიღოს ინფორმაცია ევროპული დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობის შესახებ.მოგვიანებით ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ განაცხადა, რომ მან და მისი გუნდის კოორდინატორმა აღმოსავლეთის პოლიტიკის საკითხებში ელენე მეტრეველმა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და POSTV-ისთვის ევროპარლამენტში აკრედიტაციის ერთი წლით გაუქმება მოითხოვეს, რათა უფრო მკაფიოდ დაუჭირონ მხარი პროდასავლური მიმართულება საქართველოში.საქართველოში ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მიუღებელი უწოდეს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას საქართველოში თავისუფალი მედიის დახურვის მცდელობა უწოდა.მისი თქმით, ეს არის დიდი ბრიტანეთის სანქციების გაგრძელება.მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, რაც „ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".მანამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ქართული ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტვ“-ს დასანქცირება უარყოფითად იმოქმედებს კონკურენციაზე ტელემაუწყებლობის სფეროში. კომისიაში აღნიშნეს, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ყველა ზომას მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295227133_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_faceda0eb0134086b73f0feb02805965.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება
მედია-სკანდალი საქართველოში: ხელისუფლება ევროპის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ცდილობს შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება ქართულ მედიაში და საკუთარი დღის წესრიგით ფუნქციონირება აიძულოს
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გააკრიტიკა ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილება რამდენიმე ქართული სატელევიზიო არხისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევის შესახებ და ეს ალტერნატიული მოსაზრებების შეზღუდვის მცდელობად შეაფასა.
პროსამთავრობო ქართულ ტელეარხ „იმედს“, ასევე „რუსთავი 2“-სა და Post TV-ს არ მისცეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გაშუქების აკრედიტაცია, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიცა წარმოდგენილი. გარდა ამისა, „იმედს“ ევროპარლამენტის აკრედიტაცია ერთი წლით ჩამოერთვა.
„არც ორმაგი სტანდარტია, აქ არის უსტანდარტობაზე საუბარი, როდესაც მედიის წარმომადგენლებს დაშვება არ ეძლევათ. სამწუხაროდ, ევრობიუროკრატები თავად ანგრევენ იმ ძირითად პრინციპს, რაც ევროგაერთიანებაა“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა.
თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ გარკვეული მედია საშუალებებისთვის დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ინფორმაციას საზოგადოებამდე მაინც მიიტანენ.
„სიმართლე აუცილებლად იპოვის თავის გზას, ინფორმაცია, რომელიც საჭიროა, რომ საზოგადოებამ გაიგოს, აუცილებლად მიეწოდება მათ, თუმცა ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციასა თუ ბიუროკრატების ნაწილში არის, ნამდვილად შემაშფოთებელია“, - აღნიშნა წილოსანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, დავით მათიკაშვილმა, განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს ისეთი ვითარების მიღწევას, რომ ერთიანი საინფორმაციო ხაზი შეიქმნას.
„მათ სურთ, რომ ყველა მედიასაშუალებამ ერთ ხმაში ისაუბროს. სააკაშვილის მეგობრებისა და ქართველი ხალხის მტრებისგან, სხვა რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი, თუ არა ასეთი ზღვარგადასული ფსკერს ქვევით დაშვებული ქმედება, რაც ჩვენ ვიხილეთ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ევროპარლამენტის ინფორმაციით, „იმედისთვის“ ერთი წლით აკრედიტაციის ჩამორთმევის გადაწყვეტილება დაეფუძნა „იმედის კვირაში“ გასულ რეპორტაჟს და ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანესთან გასაუბრების მცდელობას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევა.
ტელეკომპანიაში განაცხადეს, რომ 22 აპრილს მიღებული ოფიციალური გაფრთხილების შემდეგ „იმედმა“ წერილობით მიმართა შესაბამის სამსახურს თხოვნით, რომ დამატებით განემარტათ, თუ როგორი წესები ჰქონდათ მათ, რას არღვევდნენ „იმედის“ ჟურნალისტები, თუმცა ამასთან დაკავშირებით განმარტება ტელეკომპანიას არ მიუღია.
როგორც ტელევიზიაში აღნიშნეს, ევროპარლამენტის საქმიანობის გაშუქება წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს, ხოლო ჟურნალისტებისთვის წვდომის ხანგრძლივი შეზღუდვა გავლენას ახდენს არამხოლოდ კონკრეტული მედიის საქმიანობაზე, არამედ საზოგადოების შესაძლებლობაზე, დროულად და სრულყოფილად მიიღოს ინფორმაცია ევროპული დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობის შესახებ.
მოგვიანებით ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ განაცხადა, რომ მან და მისი გუნდის კოორდინატორმა აღმოსავლეთის პოლიტიკის საკითხებში ელენე მეტრეველმა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და POSTV-ისთვის ევროპარლამენტში აკრედიტაციის ერთი წლით გაუქმება მოითხოვეს, რათა უფრო მკაფიოდ დაუჭირონ მხარი პროდასავლური მიმართულება საქართველოში.
საქართველოში ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მიუღებელი უწოდეს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას საქართველოში თავისუფალი მედიის დახურვის მცდელობა უწოდა.
მისი თქმით, ეს არის დიდი ბრიტანეთის სანქციების გაგრძელება.
მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, რაც „ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".
მანამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ქართული ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტვ“-ს დასანქცირება უარყოფითად იმოქმედებს კონკურენციაზე ტელემაუწყებლობის სფეროში. კომისიაში აღნიშნეს, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ყველა ზომას მიიღებენ.