https://sputnik-georgia.com/20260515/1-ivlisidan-saqartvelosi-sinauri-cxovelebis-gamravlebis-mkacri-wesebi-semodis-298655514.html
1 ივლისიდან საქართველოში შინაური ცხოველების გამრავლების მკაცრი წესები შემოდის
1 ივლისიდან საქართველოში შინაური ცხოველების გამრავლების მკაცრი წესები შემოდის
Sputnik საქართველო
ახალი კანონის თანახმად, საქართველოში გამრავლება შესაძლებელია მხოლოდ სუფთა ჯიშის ცხოველების, ნებისმიერი მეტისის (შერეული ჯიშის) გამრავლება აკრძალულია. 15.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-15T16:08+0400
2026-05-15T16:08+0400
2026-05-15T16:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცხოველთა დაცვა
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24875/61/248756199_0:175:3018:1873_1920x0_80_0_0_cf62866a1243e1cb8880a9ac136fddcf.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოში 2026 წლის 1 ივლისიდან კატებისა და ძაღლების გამრავლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან სპეციალური თანხმობის მიღების შემთხვევაში. ახალი კანონის თანახმად, რომელიც 1 ივლისიდან შედის ძალაში, საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ სუფთა ჯიშის ცხოველების გამრავლება. ნებისმიერი მეტისის გამრავლება აკრძალულია. ახალი წესების თანახმად, მეპატრონეზე სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე შესაბამის თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გასცემს ერთჯერადად, 2 წლის ვადით, მისი 1 წლამდე ვადით გაგრძელების უფლებით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ცხოველი დაექვემდებარება სავალდებულო სტერილიზაცია/კასტრაციას. ერთადერთი გამონაკლისი იქნება საგამოფენო ცხოველები, რომელთა რეგისტრაციაც ასევე აუცილებელი იქნება სპეციალურ ბაზაში. თუ რეგისტრაციიდან ორი წლის განმავლობაში მფლობელი ვერ მიიღებს გამოფენაში მონაწილეობის სერტიფიკატს, ცხოველი გადარეგისტრირდება და დაექვემდებარება სტერილიზაციას. ამასთან, კანონში გაწერილია ძუ და ხვადი კატებისა და ძაღლების გამრავლების ასაკი. კერძოდ, ძუ ძაღლების შეჯვარება შესაძლებელია 17 თვიდან, ხვადი ძაღლების – 12 თვიდან, ხოლო კატების – 12 თვიდან. შეჯვარება აკრძალულია ძაღლებისთვის- 9 წლის, ძუ კატებისთვის 7 წლის, ხოლო ხვადი კატებისთვის 9 წლის ასაკის შემდეგ. ამასთანავე, ცხოველების შეჯვარება გამრავლების მიზნით აკრძალულია წელიწადში ერთზე მეტჯერ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან სამი წლის ვადით ასევე აიკრძალება პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის,ჯიშების გამრავლება. კანონის თანახმად, "პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლად" ,ითვლება ძაღლი, რომელმაც თავისი ფიზიკური მახასიათებლების და/ან არასათანადო წვრთნისა და ქცევის გამო, შესაძლოა შექმნას მომატებული საფრთხე სხვა ცხოველებისთვის ან ადამიანისთვის. ასე მაგალითად, საქართველოში აიკრძალება შემდეგი ჯიშის ძაღლების გამრავლება: მთავრობამ ასევე აკრძალა ისეთი ჯიშის ძაღლების გამრავლება, რომლებიც საქართველოში ძალიან ბევრია. ესენია: სხვა ჯიშიანი ძაღლებისა და კატების მოშენება გამრავლებაზე თანხმობას გასცემს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის შესახებ ცნობისა და კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემული ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის თაობაზე ცნობის საფუძველზე. ამასთან, ცხოველის მფლობელი ვალდებული იქნება დაარეგისტრიროს ნაყარი. მოშენების წესების დარღვევა დაისაჯება ჯარიმით 3 ათასი ლარის ოდენობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24875/61/248756199_144:0:2875:2048_1920x0_80_0_0_cdccb68b0125fa9c199c775d3dd93a35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცხოველთა დაცვა, სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, ცხოველთა დაცვა, სურსათის ეროვნული სააგენტო
1 ივლისიდან საქართველოში შინაური ცხოველების გამრავლების მკაცრი წესები შემოდის
ახალი კანონის თანახმად, საქართველოში გამრავლება შესაძლებელია მხოლოდ სუფთა ჯიშის ცხოველების, ნებისმიერი მეტისის (შერეული ჯიშის) გამრავლება აკრძალულია.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოში 2026 წლის 1 ივლისიდან კატებისა და ძაღლების გამრავლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან სპეციალური თანხმობის მიღების შემთხვევაში.
ახალი კანონის თანახმად, რომელიც 1 ივლისიდან შედის ძალაში, საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ სუფთა ჯიშის ცხოველების გამრავლება. ნებისმიერი მეტისის გამრავლება აკრძალულია.
ახალი წესების თანახმად, მეპატრონეზე სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე შესაბამის თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გასცემს ერთჯერადად, 2 წლის ვადით, მისი 1 წლამდე ვადით გაგრძელების უფლებით.
ამ ვადის გასვლის შემდეგ ცხოველი დაექვემდებარება სავალდებულო სტერილიზაცია/კასტრაციას.
ერთადერთი გამონაკლისი იქნება საგამოფენო ცხოველები, რომელთა რეგისტრაციაც ასევე აუცილებელი იქნება სპეციალურ ბაზაში. თუ რეგისტრაციიდან ორი წლის განმავლობაში მფლობელი ვერ მიიღებს გამოფენაში მონაწილეობის სერტიფიკატს, ცხოველი გადარეგისტრირდება და დაექვემდებარება სტერილიზაციას.
ამასთან, კანონში გაწერილია ძუ და ხვადი კატებისა და ძაღლების გამრავლების ასაკი. კერძოდ, ძუ ძაღლების შეჯვარება შესაძლებელია 17 თვიდან, ხვადი ძაღლების – 12 თვიდან, ხოლო კატების – 12 თვიდან. შეჯვარება აკრძალულია ძაღლებისთვის- 9 წლის, ძუ კატებისთვის 7 წლის, ხოლო ხვადი კატებისთვის 9 წლის ასაკის შემდეგ.
ამასთანავე, ცხოველების შეჯვარება გამრავლების მიზნით აკრძალულია წელიწადში ერთზე მეტჯერ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან სამი წლის ვადით ასევე აიკრძალება პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის,ჯიშების გამრავლება.
კანონის თანახმად, "პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლად" ,ითვლება ძაღლი, რომელმაც თავისი ფიზიკური მახასიათებლების და/ან არასათანადო წვრთნისა და ქცევის გამო, შესაძლოა შექმნას მომატებული საფრთხე სხვა ცხოველებისთვის ან ადამიანისთვის.
ასე მაგალითად, საქართველოში აიკრძალება შემდეგი ჯიშის ძაღლების გამრავლება:
ამერიკული პიტ-ბულტერიერი;
სტაფორდშირული ბულტერიერი;
მთავრობამ ასევე აკრძალა ისეთი ჯიშის ძაღლების გამრავლება, რომლებიც საქართველოში ძალიან ბევრია. ესენია:
სხვა ჯიშიანი ძაღლებისა და კატების მოშენება გამრავლებაზე თანხმობას გასცემს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის შესახებ ცნობისა და კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემული ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის თაობაზე ცნობის საფუძველზე.
ამასთან, ცხოველის მფლობელი ვალდებული იქნება დაარეგისტრიროს ნაყარი.
მოშენების წესების დარღვევა დაისაჯება ჯარიმით 3 ათასი ლარის ოდენობით.