https://sputnik-georgia.com/20260514/ukrainasi-konfliqtis-dasrulebis-ori-gza-arsebobs-nariskini-298652153.html
უკრაინაში კონფლიქტის დასრულების ორი გზა არსებობს - ნარიშკინი
უკრაინაში კონფლიქტის დასრულების ორი გზა არსებობს - ნარიშკინი
Sputnik საქართველო
ადრე კრემლში განაცხადეს, რომ კონფლიქტის დასრულება ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი 14.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-14T23:12+0400
2026-05-14T23:12+0400
2026-05-15T13:12+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/08/290247047_0:174:3024:1875_1920x0_80_0_0_a2461bbcbd2f62a11834731d74eeea64.jpg
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. თუ უკრაინაში კონფლიქტი დიპლომატიური გზით ვერ მოგვარდება, რუსეთს ყველა საფუძველუ და შესაძლებლობა აქვს, რომ ეს სამხედრო-ტექნიკური საშუალებებით გააკეთოს, განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა.„თუ დიპლომატიური საშუალებებით ამის გაკეთება ვერ მოხერხდა, რუსეთს ყველა ლეგიტიმური საფუძველი და პოტენციალი გააჩნია რომ ეს სამხედრო-ტექნიკური საშუალებებით გააკეთოს“, - განაცხადა ნარიშკინმა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი აგრძელებს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულებისთვის ინიციატივების წარდგენას. ერთ-ერთი ბოლო წინადადებაა - კიევის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიის სრულად გათავისუფლება.ნარიშკინის თქმით, ტენდენცია ნათელია: 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთის არმიამ უკვე გაათავისუფლა დაახლოებით 90 დიდი და პატარა დასახლებული პუნქტი. რუსული ძალები აგრძელებენ წინსვლას ერთი მიმართულებით - დასავლეთისკენ.კრემლმა ადრე აღნიშნა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში დასრულდეს, თუ კიევის რეჟიმი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებლობას აიღებს.როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი დასრულდება მაშინ, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალებს რუსეთის რეგიონების ტერიტორიიდან გაიყვანს.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/08/290247047_147:0:2878:2048_1920x0_80_0_0_718c89f82ae3bd7779e20696d31ec18f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინაში კონფლიქტის დასრულების ორი გზა არსებობს - ნარიშკინი
23:12 14.05.2026 (განახლებულია: 13:12 15.05.2026) ადრე კრემლში განაცხადეს, რომ კონფლიქტის დასრულება ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. თუ უკრაინაში კონფლიქტი დიპლომატიური გზით ვერ მოგვარდება, რუსეთს ყველა საფუძველუ და შესაძლებლობა აქვს, რომ ეს სამხედრო-ტექნიკური საშუალებებით გააკეთოს, განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა.
„თუ დიპლომატიური საშუალებებით ამის გაკეთება ვერ მოხერხდა, რუსეთს ყველა ლეგიტიმური საფუძველი და პოტენციალი გააჩნია რომ ეს სამხედრო-ტექნიკური საშუალებებით გააკეთოს“, - განაცხადა ნარიშკინმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი აგრძელებს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულებისთვის ინიციატივების წარდგენას. ერთ-ერთი ბოლო წინადადებაა - კიევის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიის სრულად გათავისუფლება.
ნარიშკინის თქმით, ტენდენცია ნათელია: 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთის არმიამ უკვე გაათავისუფლა დაახლოებით 90 დიდი და პატარა დასახლებული პუნქტი. რუსული ძალები აგრძელებენ წინსვლას ერთი მიმართულებით - დასავლეთისკენ.
კრემლმა ადრე აღნიშნა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში დასრულდეს, თუ კიევის რეჟიმი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებლობას აიღებს.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი დასრულდება მაშინ, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალებს რუსეთის რეგიონების ტერიტორიიდან გაიყვანს.