საქართველოდან აგროპროდუქციის ექსპორტმა ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა

© photo: Sputnikქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2026
გამოწერა
ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1მლრდ 576,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 14%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1მლრდ 507,7 მლნ დოლარი შეადგინა,
უწყების ცნობით, ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, კაკლოვანი ხილი, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი და მოცვი.
ზრდა, ძირითადად, თხილის, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების, მინერალური და სასმელი წყლის, დაფნის ფითლის ექსპორტით იყო განპირობებული.
ყველა ახალი ამბავი
0