https://sputnik-georgia.com/20260514/polianski-dasavletis-miwodebuli-iararit-yoveli-dartyma-ardabrunebis-wertiltan-gvaaxloebs-298644853.html
პოლიანსკი: დასავლეთის მიწოდებული იარაღით ყოველი დარტყმა არდაბრუნების წერტილთან გვაახლოებს
პოლიანსკი: დასავლეთის მიწოდებული იარაღით ყოველი დარტყმა არდაბრუნების წერტილთან გვაახლოებს
Sputnik საქართველო
რუსეთი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდება ხელს უშლის სიტუაციის მოგვარებას, რადგან ეს კონფლიქტში ნატოს ქვეყნებს ჩართვას ნიშნავს 14.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-14T20:32+0400
2026-05-14T20:32+0400
2026-05-15T00:32+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286260601_0:205:2911:1842_1920x0_80_0_0_d8f11f59a3b9f492d109b6c1d923d5af.jpg
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. უკრაინისთვის იარაღის ყოველი ახალი მიწოდება და კიევის მიერ დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ყოველი დარტყმა სიტუაციას არდაბრუნების წერტილთან აახლოებს, განაცხადა ეუთოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დმიტრი პოლიანსკიმ.„კიევის რეჟიმისთვის იარაღის ყოველი ახალი მიწოდება, ზღვაში ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი მტრული ქმედება, დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ყოველი დარტყმა არდაბრუნების წერტილთან გვაახლოებს“, - აღნიშნა დიპლომატმა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში.რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ეს უნდა ახსოვდეთ ევროპელებს, რომლებიც „შეპყრობილი არიან უგუნური მილიტარისტული და რუსოფობიური სიგიჟით“, რომელიც თითქმის მთელს ძველ კონტინეტს მოედო.პოლიანსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ყველას აფრთხილებს ასეთი ქმედებების შედეგების შესახებ.რუსული მხარე მიიჩნევს, რომ კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდება ხელს უშლის კონფლიქტის მოგვარებას, პირდაპირ რთავს ნატოს ქვეყნებს კონფლიქტში და წარმოადგენს „ცეცხლთან თამაშს“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის შემცველი ნებისმიერი ტვირთი რუსეთისთვის ლეგიტიმური სამიზნე იქნება.ბერლინის ჩართულობაეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში პოლიანსკიმ ასევე განაცხადა, რომ დრონების ერთობლივი გერმანულ-უკრაინული წარმოების ორგანიზება მიუთითებს ბერლინის პირდაპირ ჩართულობაზე სამხედრო დაპირისპირებაში.მანამდე, 11 მაისს, გერმანიისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა თავდაცვის ტექნოლოგიების განვითარების ორმხრივი პროგრამა „მამაცი გერმანია“ წამოიწყეს. ბერლინი და კიევი ასევე შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას, რომლებსაც შეუძლიათ 1500 კილომეტრამდე მანძილზე სამიზნეების განადგურება.„ეს არ არის მხოლოდ დახმარება - ეს არის გერმანიის პირდაპირი ჩართულობა სამხედრო დაპირისპირებაში“, - ხაზგასმით აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინის თავდაცვის საშუალებათა წარმოების ობიექტების განლაგებისა და უკრაინული დრონებისთვის საჰაერო სივრცის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, ცხადია, რომ რუსეთი აწარმოებს ომს მთელ ნატოს ბლოკთან და არა მხოლოდ უკრაინასთან.შეტევითი სცენარებიპოლიანსკიმ ასევე დასძინა, რომ ამავე დროს ძლიერდება ევროპის მილიტარიზაცია, მისი რუსეთთან ომისთვის მზადება დაჩქარებულად მიმდინარეობს. ამის დასადასტურებლად, მუდმივმა წარმომადგენელმა ახსენა საფრანგეთისა და პოლონეთის გეგმები, ბალტიის ზღვაზე ერთობლივი წვრთნების დროს რუსეთსა და ბელორუსში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სიმულირებული გამოყენების პრაქტიკა.„ეს შეტევითი განზრახვების პირდაპირი დემონსტრირებაა“, - ხაზგასმით აღნიშნა დიპლომატმა.გარდა ამისა, ნატოს წლის ყველაზე მასშტაბური წვრთნები, „გაზაფხულის ქარიშხალი 2026“, ამჟამად ესტონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვართან ახლოს მიმდინარეობს.„12.000 ჯარისკაცი, დიდი ბრიტანეთიდან ბრიგადის გადმოსროლა, საბრძოლო თვითმფრინავები და დამრტყმელი დრონები - ეს ყველაფერი შეტევითი სცენარებია“, - დაასკვნა პოლიანსკიმ.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286260601_91:0:2820:2047_1920x0_80_0_0_ce3e205650413e8b4f1ef50378a4bcc5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიანსკი: დასავლეთის მიწოდებული იარაღით ყოველი დარტყმა არდაბრუნების წერტილთან გვაახლოებს
20:32 14.05.2026 (განახლებულია: 00:32 15.05.2026) რუსეთი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდება ხელს უშლის სიტუაციის მოგვარებას, რადგან ეს კონფლიქტში ნატოს ქვეყნებს ჩართვას ნიშნავს
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. უკრაინისთვის იარაღის ყოველი ახალი მიწოდება და კიევის მიერ დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ყოველი დარტყმა სიტუაციას არდაბრუნების წერტილთან აახლოებს, განაცხადა ეუთოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დმიტრი პოლიანსკიმ.
„კიევის რეჟიმისთვის იარაღის ყოველი ახალი მიწოდება, ზღვაში ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი მტრული ქმედება, დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ყოველი დარტყმა არდაბრუნების წერტილთან გვაახლოებს“, - აღნიშნა დიპლომატმა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში.
რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ეს უნდა ახსოვდეთ ევროპელებს, რომლებიც „შეპყრობილი არიან უგუნური მილიტარისტული და რუსოფობიური სიგიჟით“, რომელიც თითქმის მთელს ძველ კონტინეტს მოედო.
პოლიანსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ყველას აფრთხილებს ასეთი ქმედებების შედეგების შესახებ.
რუსული მხარე მიიჩნევს, რომ კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდება ხელს უშლის კონფლიქტის მოგვარებას, პირდაპირ რთავს ნატოს ქვეყნებს კონფლიქტში და წარმოადგენს „ცეცხლთან თამაშს“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის შემცველი ნებისმიერი ტვირთი რუსეთისთვის ლეგიტიმური სამიზნე იქნება.
ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში პოლიანსკიმ ასევე განაცხადა, რომ დრონების ერთობლივი გერმანულ-უკრაინული წარმოების ორგანიზება მიუთითებს ბერლინის პირდაპირ ჩართულობაზე სამხედრო დაპირისპირებაში.
მანამდე, 11 მაისს, გერმანიისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა თავდაცვის ტექნოლოგიების განვითარების ორმხრივი პროგრამა „მამაცი გერმანია“ წამოიწყეს. ბერლინი და კიევი ასევე შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას, რომლებსაც შეუძლიათ 1500 კილომეტრამდე მანძილზე სამიზნეების განადგურება.
„ეს არ არის მხოლოდ დახმარება - ეს არის გერმანიის პირდაპირი ჩართულობა სამხედრო დაპირისპირებაში“, - ხაზგასმით აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინის თავდაცვის საშუალებათა წარმოების ობიექტების განლაგებისა და უკრაინული დრონებისთვის საჰაერო სივრცის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, ცხადია, რომ რუსეთი აწარმოებს ომს მთელ ნატოს ბლოკთან და არა მხოლოდ უკრაინასთან.
პოლიანსკიმ ასევე დასძინა, რომ ამავე დროს ძლიერდება ევროპის მილიტარიზაცია, მისი რუსეთთან ომისთვის მზადება დაჩქარებულად მიმდინარეობს. ამის დასადასტურებლად, მუდმივმა წარმომადგენელმა ახსენა საფრანგეთისა და პოლონეთის გეგმები, ბალტიის ზღვაზე ერთობლივი წვრთნების დროს რუსეთსა და ბელორუსში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სიმულირებული გამოყენების პრაქტიკა.
„ეს შეტევითი განზრახვების პირდაპირი დემონსტრირებაა“, - ხაზგასმით აღნიშნა დიპლომატმა.
გარდა ამისა, ნატოს წლის ყველაზე მასშტაბური წვრთნები, „გაზაფხულის ქარიშხალი 2026“, ამჟამად ესტონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვართან ახლოს მიმდინარეობს.
„12.000 ჯარისკაცი, დიდი ბრიტანეთიდან ბრიგადის გადმოსროლა, საბრძოლო თვითმფრინავები და დამრტყმელი დრონები - ეს ყველაფერი შეტევითი სცენარებია“, - დაასკვნა პოლიანსკიმ.