პარიზში ქართული ღვინო წარადგინეს

© National Wine Agency of Georgiaქართული ღვინის დეგუსტაცია
ქართული ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2026
გამოწერა
მიმდინარე კვირაში საფრანგეთში ქართული ღვინო უკვე მეორედ წარადგინეს.
თბილისი, 14 მაისი - Sputnik. პარიზში, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში Episode ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საფრანგეთის დედაქალაქში ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
სააგენტოს ცნობით, მოწვეულ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, HoReCa და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ქართული მეღვინეობის კულტურას.
აღნიშნული ღონისძიება მიმდინარე კვირაში საფრანგეთში ქართული ღვინის მეორე წარდგენაა - პრეზენტაცია-დეგუსტაცია ასევე სასტუმროში Ritz Paris გაიმართა.
ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მეღვინეობით გამორჩეულ საფრანგეთში, სადაც ქართული ღვინისა და განსაკუთრებით ქვევრის ღვინის მიმართ მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0