https://sputnik-georgia.com/20260514/ojaxis-siwmindis-drestan-dakavsirebit-msvleloba-qasuetidan-samebis-tazramde-gaimarteba-298638932.html
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ქაშუეთიდან სამების ტაძრამდე გაიმართება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ქაშუეთიდან სამების ტაძრამდე გაიმართება
Sputnik საქართველო
17 მაისი ოფიციალურად უქმე დღედ 2024 წელს გამოცხადდა. 14.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-14T16:30+0400
2026-05-14T16:30+0400
2026-05-14T16:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/12/293417963_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_787fb3a20c1bd4f0a31d1165b6bce8a8.jpg
თბილისი, 14 მაისი - Sputnik. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. წირვას დაესწრებიან საგანგებოდ შიო მესამის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი. პარალელურად დილის 11:00 საათზე ქაშუეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. "იქიდან გამომდინარე, რომ 17 მაისი არის კვირა, სამრევლოების წინამძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წირვა დაიწყონ ჩვეულებრივზე ადრე, რათა მრევლმა შეძლოს მსვლელობაში მონაწილეობის მიღება", – ნათქვამია ინფორმაციაში. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საქართველოში 2014 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს - შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/12/293417963_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_9ee430351f1e0a1e06e8ac4afe77baab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ქაშუეთიდან სამების ტაძრამდე გაიმართება
17 მაისი ოფიციალურად უქმე დღედ 2024 წელს გამოცხადდა.
თბილისი, 14 მაისი - Sputnik. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
წირვას დაესწრებიან საგანგებოდ შიო მესამის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.
პარალელურად დილის 11:00 საათზე ქაშუეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც.
"იქიდან გამომდინარე, რომ 17 მაისი არის კვირა, სამრევლოების წინამძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წირვა დაიწყონ ჩვეულებრივზე ადრე, რათა მრევლმა შეძლოს მსვლელობაში მონაწილეობის მიღება", – ნათქვამია ინფორმაციაში.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საქართველოში 2014 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს - შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.