https://sputnik-georgia.com/20260514/msoflio-klasis-motamase-liga-1-xvica-kvaracxeliaze-298641897.html
მსოფლიო კლასის მოთამაშე - ლიგა-1 ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
მსოფლიო კლასის მოთამაშე - ლიგა-1 ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
Sputnik საქართველო
კვარაცხელია „პსჟ“-ს ლიგა-1-ში მორიგი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა 14.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-14T19:09+0400
2026-05-14T19:09+0400
2026-05-14T19:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/1d/298355806_0:399:1440:1209_1920x0_80_0_0_df548ea52be2a17af5a748a024468ac3.jpg
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის უმაღლესმა დივიზიონმა, ლიგა 1-მა, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და „პარი სენ-ჟერმენის“ („პსჟ“) ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია „მსოფლიო კლასის“ ფეხბურთელად დაასახელა.გუშინ საღამოს, „პსჟ“ საჩემპიონო რბოლაში თავის მთავარ მეტოქეს, „ლანსს“, დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა, რითაც ლიგა 1-ის ტიტული ვადაზე ადრე მოიპოვა. კვარაცხელიამ მატჩის პირველი და, ფაქტობრივად, მთავარი გოლი გაიტანა.ქართველი ვინგერი კიდევ უფრო შთამბეჭდავია უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მან ზედიზედ შვიდი პლეი-ოფის მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 10 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც კარიერაში საუკეთესო შედეგია.ქართველი ფეხბურთელის კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც „ბაიერნ“ მიუნხენს ორი მატჩის ჯამში მოუგო და თასისთვის ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/1d/298355806_0:264:1440:1344_1920x0_80_0_0_de0ad436d634e04ff51b86e2d66bcbb0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
მსოფლიო კლასის მოთამაშე - ლიგა-1 ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
კვარაცხელია „პსჟ“-ს ლიგა-1-ში მორიგი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის უმაღლესმა დივიზიონმა, ლიგა 1-მა, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და „პარი სენ-ჟერმენის“ („პსჟ“) ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია „მსოფლიო კლასის“ ფეხბურთელად დაასახელა.
გუშინ საღამოს, „პსჟ“ საჩემპიონო რბოლაში თავის მთავარ მეტოქეს, „ლანსს“, დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა, რითაც ლიგა 1-ის ტიტული ვადაზე ადრე მოიპოვა. კვარაცხელიამ მატჩის პირველი და, ფაქტობრივად, მთავარი გოლი გაიტანა.
ქართველი ვინგერი კიდევ უფრო შთამბეჭდავია უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მან ზედიზედ შვიდი პლეი-ოფის მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 10 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც კარიერაში საუკეთესო შედეგია.
ქართველი ფეხბურთელის კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც „ბაიერნ“ მიუნხენს ორი მატჩის ჯამში მოუგო და თასისთვის ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება.