https://sputnik-georgia.com/20260514/15-dasaxelebis-produqtze-fasdaklebebi-mudmivi-iqneba-papuasvili-298641433.html
15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლებები მუდმივი იქნება - პაპუაშვილი
15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლებები მუდმივი იქნება - პაპუაშვილი
Sputnik საქართველო
ამ კვირაში ქსელურ მაღაზიებში გაჩნდა „სასურსათო კალათის“ ზონები - პირველადი მოხმარების 15 პროდუქტზე ფასდაკლებებით 14.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-14T18:34+0400
2026-05-14T18:34+0400
2026-05-14T18:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/11/297627245_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_8167fc550ea6b51d818b688abbcda74d.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლებები მუდმივი იქნება, რაც ქსელებს შორის ყველაზე დაბალი ფასებისთვის კონკურენციას გააჩენს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.ამ კვირაში საქართველოს ქსელურ მაღაზიებში შემოიღეს „სასურსათო კალათის“ ზონები, რომლებიც 15 პროდუქტზე ფასდაკლებას ითვალისწინებს: ესაა მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ფქვილი, მაკარონი, შვრიის ფანტელი, წიწიბურა, ქათამი, კვერცხი, პური, ბრინჯი და რძის პროდუქტები.„სასურსათო კალათის“ შექმნის ინიციატივა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის შემაჯამებელი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ სადისტრიბუციო კომპანიების და მთავრობის მიერ იქნა წარდგენილი.მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისიამ ფასებზე მოქმედი მხოლოდ სისტემური პრობლემების გამოვლენა შეძლო, და ასევე გამორიცხა კარტელური შეთანხმებები, ფასების შემცირების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები, როგორც წესი, უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. თუმცა, დაბალი ხელფასების გამო, ფასები მოსახლეობისთვის კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება, ამიტომ მთავრობა დაინტერესებულია საქონლის ღირებულების შემცირებით.სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 2026 წლის აპრილში 2025 წლის აპრილთან შედარებით 7,5%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფასების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საწვავისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდამ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/11/297627245_78:0:1518:1080_1920x0_80_0_0_2236de9e43a56dbf7c3cc48d171f3304.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი
15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლებები მუდმივი იქნება - პაპუაშვილი
ამ კვირაში ქსელურ მაღაზიებში გაჩნდა „სასურსათო კალათის“ ზონები - პირველადი მოხმარების 15 პროდუქტზე ფასდაკლებებით
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლებები მუდმივი იქნება, რაც ქსელებს შორის ყველაზე დაბალი ფასებისთვის კონკურენციას გააჩენს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ამ კვირაში საქართველოს ქსელურ მაღაზიებში შემოიღეს „სასურსათო კალათის“ ზონები, რომლებიც 15 პროდუქტზე ფასდაკლებას ითვალისწინებს: ესაა მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ფქვილი, მაკარონი, შვრიის ფანტელი, წიწიბურა, ქათამი, კვერცხი, პური, ბრინჯი და რძის პროდუქტები.
„ეს იქნება არა აქციის სახის, რომელიც კვირაში ერთხელ შეიძლებოდა ყოფილიყო, არამედ კონკრეტული ჩამონათვალი პროდუქტების. მომხმარებელს ეცოდინება, რომ ნებისმიერ ქსელში რომ შევა, ამ პროდუქტზე მუდმივად, ყოველდღე იქნება ყველაზე დაბალი ფასი. ქსელებს შორის კონკურენცია იქნება, რომ პროდუქტების ნუსხასთან დაკავშირებით ყველაზე დაბალი ფასი იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„სასურსათო კალათის“ შექმნის ინიციატივა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის შემაჯამებელი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ სადისტრიბუციო კომპანიების და მთავრობის მიერ იქნა წარდგენილი.
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისიამ ფასებზე მოქმედი მხოლოდ სისტემური პრობლემების გამოვლენა შეძლო, და ასევე გამორიცხა კარტელური შეთანხმებები, ფასების შემცირების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები, როგორც წესი, უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. თუმცა, დაბალი ხელფასების გამო, ფასები მოსახლეობისთვის კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება, ამიტომ მთავრობა დაინტერესებულია საქონლის ღირებულების შემცირებით.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 2026 წლის აპრილში 2025 წლის აპრილთან შედარებით 7,5%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფასების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საწვავისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდამ.