https://sputnik-georgia.com/20260513/senaki-poti-sarpis-gzaze-shezgudvebi-wesdeba-298621144.html
მძღოლების საყურადღებოდ! სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მძღოლების საყურადღებოდ! სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
Sputnik საქართველო
თურქეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვების დაწესების მიზეზი გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე დაგეგმილი სამუშაოებია. 13.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-13T19:36+0400
2026-05-13T19:36+0400
2026-05-13T19:36+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0f/272204829_0:41:1189:710_1920x0_80_0_0_00c53ce732ce15322c7f449be4bb879f.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე 14 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვები დაწესდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 72-ე კმ-ზე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის, 89-ე კმ-ზე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზის გამოყენებით. ასევე, საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)სარფის საავტომობილო გზის 76-ე კმ-ზე ხუცუბანის და 78-ე კმ-ზე კვირიკეს სატრანსპორტო კვანძების ჩაკეტვა. საგზაო მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული დროებითი საგზაო მოძროაბის სქემის შესაბამისად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0f/272204829_94:0:1095:751_1920x0_80_0_0_ecb45ecbc5514519cb5fa727361249a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
მძღოლების საყურადღებოდ! სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თურქეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვების დაწესების მიზეზი გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე დაგეგმილი სამუშაოებია.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე 14 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვები დაწესდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„14 მაისის 02:00 სთ-დან 27 მაისის ჩათვლით პერიოდში საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოების წარმოებისთვის, საჭიროა აღნიშნული გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა და დროებით შემოსავლელ გზაზე გადართვა“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 72-ე კმ-ზე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის, 89-ე კმ-ზე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზის გამოყენებით.
ასევე, საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)სარფის საავტომობილო გზის 76-ე კმ-ზე ხუცუბანის და 78-ე კმ-ზე კვირიკეს სატრანსპორტო კვანძების ჩაკეტვა.
საგზაო მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული დროებითი საგზაო მოძროაბის სქემის შესაბამისად.