საქართველოში სამუშაო ნებართვის მისაღებად 23 ათასზე მეტი უცხოელია რეგისტრირებული

© photo: Sputnikმამაკაცი კაფეში
მამაკაცი კაფეში - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2026
გამოწერა
სამუშაო ნებართვა სჭირდება იმ უცხოელებს, რომლებიც მუშაობენ ქართულ კომპანიებში ან თანამშრომლობენ საქართველოს რეზიდენტ დამკვეთებთან.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოში სამუშაო ნებართვის მისაღებად ოფიციალური განაცხადი უცხო ქვეყნის 23 ათასზე მეტმა მოქალაქემ წარადგინა და დაარეგისტრირა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტში.
უცხოელებისთვის, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის მქონე თვითდასაქმებული პირებისთვის, სამუშაო ნებართვა 2026 წლის 1-ელი მარტიდან სავალდებულო გახდა.
„ამ დროის მონაცემებით, 23 ათასზე მეტი უცხოელია რეგისტრირებული. ამან მოგვცა შესაძლებლობა, სრულად გავაკონტროლოთ ღია შრომის ბაზარზე მიმდინარე პროცესები, ზუსტად ვიცოდეთ ვინ მუშაობს, სად და როგორ, სად გვაქვს ხარვეზები, მუშახელის დეფიციტი და სად გვაქვს სიჭარბე“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
სამუშაო ნებართვა სჭირდება იმ უცხოელებს, რომლებიც მუშაობენ ქართულ კომპანიებში ან თანამშრომლობენ საქართველოს რეზიდენტ დამკვეთებთან.
გარდა ამისა, სამუშაოზე უცხოელების აყვანისას, კერძო ქართული კომპანიები ვალდებული არიან დაასაბუთონ ქვეყანაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის არარსებობა.
სამუშაო ნებართვის მიღებისთანავე, უცხოელებმა შესაბამის სტრუქტურას უნდა მიმართონ სამუშაოზე დაფუძნებული ბინადრობის ნებართვის მისაღებად. ამის შეუსრულებლობა ავტომატურად გამოიწვევს სამუშაო ნებართვის დაკარგვას.
სამუშაო ნებართვის არქონისთვის ჯარიმა 2 ათას ლარს შეადგენს. შრომის ინსპექციის მუშაობისთვის ხელის შეშლა და კომპანიების მიერ თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა ასევე ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0