https://sputnik-georgia.com/20260513/ramdeni-daxarjes-qartvelma-turistebma-ucxoetshi-298610310.html
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - მონაცემები განახლდა
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა. 13.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-13T14:00+0400
2026-05-13T14:00+0400
2026-05-13T14:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
ტურიზმი საქართველოში
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24581/89/245818951_0:641:2501:2048_1920x0_80_0_0_b38c59728a7541b259217e314b25d699.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 629,1 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 30,7%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.თითოეული მოგზაური საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 1 267,7 ლარს ხარჯავდა - 26,9%-ით მეტს, ვიდრე 2025 წლის იანვარ-მარტში. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და განთავსებაზე.2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 640,9 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის მაჩვენებლებზე 4,3%-ით მეტია.გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (43,4%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობამ შედგინა 328,8 ათასი, რაც 1,7%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 33,4%, რუსეთში – 17,3%, სომხეთში - 13,8%, აზერბაიჯანში - 1,6% და ევროკავშირის ქვეყნებში – 22,4%.ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ საშუალოდ 6,8 ღამე შეადგინა, რაც 1,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.2025 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 2,9 მლნ ვიზიტი განახორციელეს, რაც 2024 წლის მაჩვენებლებზე 2,8%-ით მეტია. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 36,2%, რუსეთში – 15,9%, სომხეთში – 14,4%, აზერბაიჯანში - 1,9% და ევროკავშირის ქვეყნებში – 18%. საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 2,4 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 5,9%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24581/89/245818951_420:701:2216:2048_1920x0_80_0_0_7f09bf382b4e4a15374d7b1ac9ca5bcb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, ტურიზმი საქართველოში, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, ტურიზმი საქართველოში, სტატისტიკა, ახალი ამბები
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - მონაცემები განახლდა
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 629,1 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 30,7%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
თითოეული მოგზაური საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 1 267,7 ლარს ხარჯავდა - 26,9%-ით მეტს, ვიდრე 2025 წლის იანვარ-მარტში. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და განთავსებაზე.
საქართველოს მოქალაქეების ხარჯები საზღვარგარეთ 2026 წლის იანვარ-მარტში
ხარჯების დასახელება | ხარჯები, მლნ ლარი | წილი მთლიან ხარჯში, % | ხარჯები ვიზიტზე, მლნ ლარი |
საყიდლები | 259,0 | 41,2 | 521,8 |
კვება | 150,1 | 23,9 | 302,4 |
განთავსება | 89,8 | 14,3 | 180,9 |
ადგილობრივი ტრანსპორტი | 64,6 | 10,3 | 130,1 |
გართობა | 29,8 | 4,7 | 60,1 |
სხვა ხარჯები | 35,9 | 5,7 | 72,4 |
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 640,9 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის მაჩვენებლებზე 4,3%-ით მეტია.
გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (43,4%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.
ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობამ შედგინა 328,8 ათასი, რაც 1,7%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 33,4%, რუსეთში – 17,3%, სომხეთში - 13,8%, აზერბაიჯანში - 1,6% და ევროკავშირის ქვეყნებში – 22,4%.
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ მოგზაურობის მიზანი 2026 წლის პირველ კვარტალში
ვიზიტის მიზანი | ტურისტების რაოდენობა, ათასი | წილი ტურისტების საერთო რაოდენობაში,% |
მეგობრებთან და ნაცნობებთან სტუმრობა | 175,0 | 35,3 |
შოპინგი | 158,9 | 32,0 |
გართობა და დასვენება | 100,5 | 20,3 |
პროფესიული საქმიანობა | 36,0 | 7,2 |
მკურნალობა | 12,2 | 2,5 |
სხვა | 13,7 | 2,8 |
ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ საშუალოდ 6,8 ღამე შეადგინა, რაც 1,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2025 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 2,9 მლნ ვიზიტი განახორციელეს, რაც 2024 წლის მაჩვენებლებზე 2,8%-ით მეტია. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 36,2%, რუსეთში – 15,9%, სომხეთში – 14,4%, აზერბაიჯანში - 1,9% და ევროკავშირის ქვეყნებში – 18%. საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 2,4 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 5,9%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.