https://sputnik-georgia.com/20260513/msoplio-patriarqi-bartlomeosi-shio-mesames-aksakdrebas-ulocavs-298612269.html
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს
Sputnik საქართველო
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს აირჩიეს. 13.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-13T12:52+0400
2026-05-13T12:52+0400
2026-05-13T12:52+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/0c/298600631_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_ed4ea45d028fd9d0fd4df471d9824f7f.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოს პირველი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გუშინ, 12 მაისს გაიმართა. როგორც მსოფლიო პატრიარქი წერს, ის ლოცულობს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მსახურება იყოს ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი - ღვთის სადიდებლად. „ვადიდებთ უფალს, მისი ეკლესიის დამფუძნებელსა და განმამტკიცებელს და ძმურად გილოცავთ. ვლოცულობთ, რომ თქვენი მსახურება იყოს ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი - ღვთის სადიდებლად, თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ, ქართველი ხალხის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - ნათქვამია წერილში. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს აირჩიეს. მას ხმა 22-მა მღვდელმთავარმა მისცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/0c/298600631_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_94108a5f68b72dadf9f6491e5dc8cf32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს აირჩიეს.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოს პირველი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გუშინ, 12 მაისს გაიმართა.
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო, დიდი სიხარულით მივიღეთ თქვენი უნეტარესობის არჩევის სასიხარულო ამბავი სრულიად საქართველოს უძველეს და სახელგანთქმულ საპატრიარქო ტახტზე, განსვენებული და დაუვიწყარი პატრიარქ ილია II-ის შემდეგ, რომელმაც დიდი და ისტორიული სამსახური გაუწია საქართველოს ეკლესიასა და მთელ მართლმადიდებლობას“, -აღნიშნულია ბართლომეოს I-ის მისალოც წერილში.
როგორც მსოფლიო პატრიარქი წერს, ის ლოცულობს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მსახურება იყოს ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი - ღვთის სადიდებლად.
„ვადიდებთ უფალს, მისი ეკლესიის დამფუძნებელსა და განმამტკიცებელს და ძმურად გილოცავთ. ვლოცულობთ, რომ თქვენი მსახურება იყოს ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი - ღვთის სადიდებლად, თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ, ქართველი ხალხის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - ნათქვამია წერილში.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს აირჩიეს. მას ხმა 22-მა მღვდელმთავარმა მისცა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.