კანის ფესტივალი 2026: კადრები წითელი ხალიჩიდან - ფოტო
კანის ფესტივალი 2026: კადრები წითელი ხალიჩიდან - ფოტო
Sputnik საქართველო
საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. კურორტი მსოფლიო კინოვარსკვლავების მთავარი შეკრების ადგილი 23... 13.05.2026-ს, Sputnik საქართველო
კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია კრუაზეტის სანაპიროზე, ფესტივალების სასახლეში გაიმართა. საფესტივალო პროგრამა ფრანგი რეჟისორ პიერ სალვადორის ისტორიული რომანტიკული კომედიით „ელექტრონული კოცნა“ (Électrique baiser) გაიხსნა.წელს მთავარი ჯილდოსთვის — „ოქროს პალმის რტოსთვის“ — 22 ფილმი იბრძოლებს. ძირითადი კონკურსის მთავარ ფავორიტებს შორის არის ანდრეი ზვიაგინცევის დრამა „მინოტავრი“, რომელიც რუსი რეჟისორის პირველი ნამუშევარია ბოლო ცხრა წლის განმავლობაში. საკონკურსო პროგრამაში ასევე ჩართულია პედრო ალმოდოვარის ახალი ტრაგიკომედია „მწარე შობა“, ჯეიმს გრეის კრიმინალური დრამა „ქაღალდის ვეფხვი“ სკარლეტ იოჰანსონისა და ადამ დრაივერის მონაწილეობით და სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ნა ჰონგ-ჯინის მისტიკური თრილერი „იმედი“, რომელშიც მთავარ როლს მაიკლ ფასბენდერი ასრულებს.
საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. კურორტი მსოფლიო კინოვარსკვლავების მთავარი შეკრების ადგილი 23 მაისამდე იქნება.
კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია კრუაზეტის სანაპიროზე, ფესტივალების სასახლეში გაიმართა. საფესტივალო პროგრამა ფრანგი რეჟისორ პიერ სალვადორის ისტორიული რომანტიკული კომედიით „ელექტრონული კოცნა“ (Électrique baiser) გაიხსნა.
წელს მთავარი ჯილდოსთვის — „ოქროს პალმის რტოსთვის“ — 22 ფილმი იბრძოლებს. ძირითადი კონკურსის მთავარ ფავორიტებს შორის არის ანდრეი ზვიაგინცევის დრამა „მინოტავრი“, რომელიც რუსი რეჟისორის პირველი ნამუშევარია ბოლო ცხრა წლის განმავლობაში. საკონკურსო პროგრამაში ასევე ჩართულია პედრო ალმოდოვარის ახალი ტრაგიკომედია „მწარე შობა“, ჯეიმს გრეის კრიმინალური დრამა „ქაღალდის ვეფხვი“ სკარლეტ იოჰანსონისა და ადამ დრაივერის მონაწილეობით და სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ნა ჰონგ-ჯინის მისტიკური თრილერი „იმედი“, რომელშიც მთავარ როლს მაიკლ ფასბენდერი ასრულებს.