https://sputnik-georgia.com/20260513/iranis-imi-298669679.html
მოსაზრება: ირანის ომი — ტრამპი მშვიდობასა და „უროს“ შორის
მოსაზრება: ირანის ომი — ტრამპი მშვიდობასა და „უროს“ შორის
Sputnik საქართველო
ირანი მტკიცედ იცავს ეროვნულ ინტერესებს. ამისთვის მას სამხედრო რესურსებიც გააჩნია და ეჭვი არ ეპარება, რომ შეერთებული შტატები საბრძოლო მოქმედებების ახალ ფაზას... 13.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-13T14:11+0400
2026-05-13T14:11+0400
2026-05-16T13:12+0400
მიმოხილვები
მოსაზრება
ირანი
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/12/294584951_0:466:2048:1618_1920x0_80_0_0_e9e9b976ecc79c8a3455b6efe474834f.jpg
ირანი მტკიცედ იცავს ეროვნულ ინტერესებს. ამისთვის მას სამხედრო რესურსებიც გააჩნია და ეჭვი არ ეპარება, რომ შეერთებული შტატები საბრძოლო მოქმედებების ახალ ფაზას გააჩაღებს. დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ ეჭვობს, ხოლო პენტაგონს უკვე მზად აქვს ოპერაცია „უროს“ გეგმა, ამ ინსტრუმენტით თავიდანვე მიუღწეველი მიზნების მისაღწევად.პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჯაროდ გამოხატავს გამარჯვების რწმენას და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების ორ გზას ხედავს: ან ირანი აშშ-სთან შეთანხმებაზე წავა, ან „ისინი განადგურდებიან“.ამერიკული დაზვერვა ასე კატეგორიული არ არის: „თეირანს ქვეყნის მასშტაბით მობილური გამშვები დანადგარების 70 პროცენტი აქვს შენარჩუნებული და ომამდელი სარაკეტო არსენალის დაახლოებით 70 პროცენტიც შემორჩა“.ირანს ოპერატიული წვდომა აქვს ორმუზის სრუტის სანაპიროზე მდებარე 33 სარაკეტო კომპლექსიდან 30-ზე და „ტრამპის ადმინისტრაციის საჯარო წარმოდგენა განადგურებული ირანული არმიის შესახებ მკვეთრად ეწინააღმდეგება ფაქტებს“. „ეპიკური რისხვა“ გარდაიქმნება „უროდ“ მომდევნო 60-დღიანი საბრძოლო მოქმედებებისთვის, რათა გვერდი აუარონ აშშ-ს კონგრესის აუცილებელ ნებართვას ხანგრძლივი ომის საწარმოებლად.თუმცა, სერიოზული პრობლემები მუქარის რიტორიკით არ წყდება. პენტაგონის სარაკეტო პოტენციალი მნიშვნელოვანწილად უკვე გაფლანგულია და, პრაქტიკულად, უშედეგოდ. ისფაჰანში სპეციალური ოპერაციის ჩატარების ალბათობა, ირანის გამდიდრებული ურანის „ამოღების“ მიზნით, შესაძლოა, მხოლოდ დონალდ ტრამპის წარმოსახვაში საზრდოებს.ირანი კვლავ მიუდგომელია. ამერიკული დარტყმებისთვის მიუწვდომელი მიწისქვეშა სარაკეტო ქალაქები ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრძოლის უნარიანობის საფუძველს წარმოადგენს. თეირანმა გააძლიერა კონტროლი ორმუზის სრუტეზე ჩრდილოეთ კორეული წარმოების „ღადირის“ კლასის 20 უხმო დამრტყმელი წყალქვეშა ნავის ჩართვით. ასევე, გააფართოვა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ოპერაციების ზონა 30-დან 300 მილამდე. ირანი ასევე აპირებს კონტროლის დამყარებას შვიდ წყალქვეშა ინტერნეტ-კაბელზე, იმისათვის, რომ უცხოელი ოპერატორებისგან მოსაკრებლები აიღოს.არსებულ რეალობაში ირანის ბირთვული პროგრამა უკვე არც კი განიხილება. მომავალი მშვიდობის პირობებს თეირანი კარნახობს, რომელმაც ვაშინგტონს პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის ხუთი პირობა წაუყენა:თეირანის პირობები ვაშინგტონისთვის „აბსოლუტურად მიუღებელია“, რადგან ეს დამარცხების აღიარებას, გლობალურ სირცხვილსა და ამერიკული „მსოფლიო წესრიგის“ კრახს ნიშნავს. ვითარება უპრეცედენტოა. კონტროლირებად მედიას რამდენიც უნდა, ილაპარაკოს აშშ-ს გამარჯვებაზე, თუმცა 28 თებერვლიდან მოწინააღმდეგეებისთვის დახურული ორმუზის სრუტე, ნავთობის მზარდი ფასები და მსოფლიო ეკონომიკის ტურბულენტობა ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.ირანის „თავდაცვითი“ ბლოკადა კანონიერია, რადგან ორმუზის სრუტე ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიულ წყლებში მდებარეობს. ამერიკის საგარეო სამხედრო-საზღვაო ბლოკადა კი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სრულიად უკანონოა და ომის წარმოების მეთოდს წარმოადგენს.აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ძალების მიერ ირანული პორტების ბლოკადის შედეგად, ერთ თვეში (12 აპრილიდან) შეჩერდა 62 გემი, ოთხი კი მწყობრიდან გამოვიდა. ამერიკელების მიზანი ვერ იქნა მიღწეული — ირანის ნავთობის ექსპორტი არ შეჩერებულა. ღამით ირანული და ჩინური ტანკერები სპარსეთის ყურიდან სანაპირო მარშრუტით გადიან — ირანის, პაკისტანისა და ინდოეთის ტერიტორიულ წყლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ესმინეცების დაცვის ქვეშ.ფაქტობრივად, ორმუზის სრუტეში კვლავ მიმდინარეობს არალოკალური მნიშვნელობის საბრძოლო მოქმედებები სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების, დამრტყმელი ვერტმფრენებისა და უპილოტო კატერების მონაწილეობით. ასე, მაგალითად, 8 მაისს ამერიკულმა გამანადგურებელმა F/A-18 Super Hornet-მა ომანის ყურეში შესასვლელთან ირანულ ტანკერებს — Sea Star III-სა და Sevda-ს — ბომბური დარტყმები მიაყენა. იმავე დღეს, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლობამ განაცხადა, რომ დაზიანდა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების სამი ესმინეცი, რომლებიც სამხრეთიდან ორმუზის სრუტეში შესვლას ცდილობდნენ. USS Truxtun-ის, USS Rafael Peralta-სა და USS Mason-ის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ირანული ბალისტიკური რაკეტები, ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები და ფუგასური ქობინებით აღჭურვილი კამიკაძე-დრონები.CIA-ს ანალიტიკოსები აფრთხილებენ: ირანს შეუძლია, აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ბლოკადა მინიმუმ, ოთხი თვის განმავლობაში გადაიტანოს, სანამ ეკონომიკურ სირთულეებს შეეჯახება. ომანის ყურეში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების ლოგისტიკა უკვე პრობლემებს აწყდება. საწვავით, სურსათითა და საბრძოლო მასალებით მომარაგება გართულებულია ამერიკული სამხედრო ბაზებიდან დიდი დაშორების გამო. უახლოესი ბაზა 4500 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს — ინდოეთის ოკეანის ცენტრში, კუნძულ დიეგო-გარსიაზე.ვაშინგტონის მოკავშირეებსა და ვასალებს აშკარად ეშინიათ, კიდევ ერთ წაგებულ ომში დაეხმარონ ამერიკელებს. თვით „ზღვების მბრძანებელი“ ბრიტანეთიც კი მზად არის, თავისი Type 45-ის კლასის ესმინეცი HMS Dragon-ი „ორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროპულ ძალისხმევაში მონაწილეობის მისაღებად“, მხოლოდ რეგიონში ცეცხლის სრულად შეწყვეტის შემდეგ გაგზავნოს.ამასთანავე, თეირანი დაიმუქრა, რომ ორმუზის სრუტეს სამუდამოდ ჩაკეტავს იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც გაეროში აშშ-ს ანტიირანულ რეზოლუციებს დაუჭერენ მხარს. უკიდურესად საშიშად კი თავად რეზოლუციებიც მიიჩნევა.შექმნილ რთულ ვითარებაში, კასპიის ზღვა ორმუზის სტრატეგიულ „დუბლიორად“ იქცევა, რომელიც აშშ-სა და ნატოს რადარებისთვის უხილავია. The New York Times-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ კასპიის გავლით, რუსეთიდან მიწოდებების წყალობით, ირანი სწრაფად აღადგენს დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების არსენალს. პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორი და ირანისა და რუსეთის საკითხების სპეციალისტი ნიკოლ გრაევსკი კასპიის ზღვას „სანქციებისა და სამხედრო მიწოდებების გვერდის ავლისთვის იდეალურ სივრცედ“ მიიჩნევს. ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ლუკ კოფიმ დაადასტურა, რომ „ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის კასპია გეოპოლიტიკური შავი ხვრელია. თითქოს, ის საერთოდ არ არსებობს“. ეს „კრიტიკული რგოლი“ ვაშინგტონში პანიკას იწვევს. კასპიური მარშრუტი თეირანისთვის აუცილებელი ტექნოლოგიებისა და კომპონენტების უსაფრთხო მიღების ალტერნატივაა და ამავე დროს, დარტყმა აშშ-ს პრესტიჟზე, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკონომიკური სანქციებით ირანის იზოლირებას ცდილობდა.მოსკოვი და თეირანი კასპიურ თანამშრომლობას განსაკუთრებით არ ახმაურებენ. თუმცა, ირანის კვების მრეწველობის ასოციაციის ხელმძღვანელმა მოჰამად რეზა მორტაზავიმ სახელმწიფო ტელეკომპანია IRIB-ს განუცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა სურსათის იმპორტს აქტიურად გადაამისამართებს კასპიის გავლით. რუსეთის საპორტო სტატისტიკა კასპიური ტვირთბრუნვის ზრდაზე მიუთითებს. ტრამპი სასოწარკვეთაშია.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ირანი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/12/294584951_0:37:2048:1573_1920x0_80_0_0_98c368fedc7bdb52970663000bebce08.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
მიმოხილვები, მოსაზრება, ირანი , აშშ
მიმოხილვები, მოსაზრება, ირანი , აშშ
ირანი მტკიცედ იცავს ეროვნულ ინტერესებს. ამისთვის მას სამხედრო რესურსებიც გააჩნია და ეჭვი არ ეპარება, რომ შეერთებული შტატები საბრძოლო მოქმედებების ახალ ფაზას გააჩაღებს. დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ ეჭვობს, ხოლო პენტაგონს უკვე მზად აქვს ოპერაცია „უროს“ გეგმა, ამ ინსტრუმენტით თავიდანვე მიუღწეველი მიზნების მისაღწევად.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჯაროდ გამოხატავს გამარჯვების რწმენას და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების ორ გზას ხედავს: ან ირანი აშშ-სთან შეთანხმებაზე წავა, ან „ისინი განადგურდებიან“.
ამერიკული დაზვერვა ასე კატეგორიული არ არის: „თეირანს ქვეყნის მასშტაბით მობილური გამშვები დანადგარების 70 პროცენტი აქვს შენარჩუნებული და ომამდელი სარაკეტო არსენალის დაახლოებით 70 პროცენტიც შემორჩა“.
ირანს ოპერატიული წვდომა აქვს ორმუზის სრუტის სანაპიროზე მდებარე 33 სარაკეტო კომპლექსიდან 30-ზე და „ტრამპის ადმინისტრაციის საჯარო წარმოდგენა განადგურებული ირანული არმიის შესახებ მკვეთრად ეწინააღმდეგება ფაქტებს“. „ეპიკური რისხვა“ გარდაიქმნება „უროდ“ მომდევნო 60-დღიანი საბრძოლო მოქმედებებისთვის, რათა გვერდი აუარონ აშშ-ს კონგრესის აუცილებელ ნებართვას ხანგრძლივი ომის საწარმოებლად.
თუმცა, სერიოზული პრობლემები მუქარის რიტორიკით არ წყდება. პენტაგონის სარაკეტო პოტენციალი მნიშვნელოვანწილად უკვე გაფლანგულია და, პრაქტიკულად, უშედეგოდ. ისფაჰანში სპეციალური ოპერაციის ჩატარების ალბათობა, ირანის გამდიდრებული ურანის „ამოღების“ მიზნით, შესაძლოა, მხოლოდ დონალდ ტრამპის წარმოსახვაში საზრდოებს.
ირანი კვლავ მიუდგომელია. ამერიკული დარტყმებისთვის მიუწვდომელი მიწისქვეშა სარაკეტო ქალაქები ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრძოლის უნარიანობის საფუძველს წარმოადგენს. თეირანმა გააძლიერა კონტროლი ორმუზის სრუტეზე ჩრდილოეთ კორეული წარმოების „ღადირის“ კლასის 20 უხმო დამრტყმელი წყალქვეშა ნავის ჩართვით. ასევე, გააფართოვა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ოპერაციების ზონა 30-დან 300 მილამდე. ირანი ასევე აპირებს კონტროლის დამყარებას შვიდ წყალქვეშა ინტერნეტ-კაბელზე, იმისათვის, რომ უცხოელი ოპერატორებისგან მოსაკრებლები აიღოს.
არსებულ რეალობაში ირანის ბირთვული პროგრამა უკვე არც კი განიხილება. მომავალი მშვიდობის პირობებს თეირანი კარნახობს, რომელმაც ვაშინგტონს პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის ხუთი პირობა წაუყენა:
ომის დასრულება ყველა ფრონტზე, მათ შორის, ლიბანში;
ანტიირანული სანქციების მოხსნა;
გაყინული ირანული სახსრების განბლოკვა;
ომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება (რეპარაციები);
ირანის უფლების აღიარება ორმუზის სრუტეზე სუვერენიტეტის შესახებ.
თეირანის პირობები ვაშინგტონისთვის „აბსოლუტურად მიუღებელია“, რადგან ეს დამარცხების აღიარებას, გლობალურ სირცხვილსა და ამერიკული „მსოფლიო წესრიგის“ კრახს ნიშნავს. ვითარება უპრეცედენტოა. კონტროლირებად მედიას რამდენიც უნდა, ილაპარაკოს აშშ-ს გამარჯვებაზე, თუმცა 28 თებერვლიდან მოწინააღმდეგეებისთვის დახურული ორმუზის სრუტე, ნავთობის მზარდი ფასები და მსოფლიო ეკონომიკის ტურბულენტობა ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
ირანის „თავდაცვითი“ ბლოკადა კანონიერია, რადგან ორმუზის სრუტე ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიულ წყლებში მდებარეობს. ამერიკის საგარეო სამხედრო-საზღვაო ბლოკადა კი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სრულიად უკანონოა და ომის წარმოების მეთოდს წარმოადგენს.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ძალების მიერ ირანული პორტების ბლოკადის შედეგად, ერთ თვეში (12 აპრილიდან) შეჩერდა 62 გემი, ოთხი კი მწყობრიდან გამოვიდა. ამერიკელების მიზანი ვერ იქნა მიღწეული — ირანის ნავთობის ექსპორტი არ შეჩერებულა. ღამით ირანული და ჩინური ტანკერები სპარსეთის ყურიდან სანაპირო მარშრუტით გადიან — ირანის, პაკისტანისა და ინდოეთის ტერიტორიულ წყლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ესმინეცების დაცვის ქვეშ.
ფაქტობრივად, ორმუზის სრუტეში კვლავ მიმდინარეობს არალოკალური მნიშვნელობის საბრძოლო მოქმედებები სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების, დამრტყმელი ვერტმფრენებისა და უპილოტო კატერების მონაწილეობით. ასე, მაგალითად, 8 მაისს ამერიკულმა გამანადგურებელმა F/A-18 Super Hornet-მა ომანის ყურეში შესასვლელთან ირანულ ტანკერებს — Sea Star III-სა და Sevda-ს — ბომბური დარტყმები მიაყენა. იმავე დღეს, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლობამ განაცხადა, რომ დაზიანდა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების სამი ესმინეცი, რომლებიც სამხრეთიდან ორმუზის სრუტეში შესვლას ცდილობდნენ. USS Truxtun-ის, USS Rafael Peralta-სა და USS Mason-ის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ირანული ბალისტიკური რაკეტები, ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები და ფუგასური ქობინებით აღჭურვილი კამიკაძე-დრონები.
CIA-ს ანალიტიკოსები აფრთხილებენ: ირანს შეუძლია, აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ბლოკადა მინიმუმ, ოთხი თვის განმავლობაში გადაიტანოს, სანამ ეკონომიკურ სირთულეებს შეეჯახება. ომანის ყურეში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების ლოგისტიკა უკვე პრობლემებს აწყდება. საწვავით, სურსათითა და საბრძოლო მასალებით მომარაგება გართულებულია ამერიკული სამხედრო ბაზებიდან დიდი დაშორების გამო. უახლოესი ბაზა 4500 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს — ინდოეთის ოკეანის ცენტრში, კუნძულ დიეგო-გარსიაზე.
ვაშინგტონის მოკავშირეებსა და ვასალებს აშკარად ეშინიათ, კიდევ ერთ წაგებულ ომში დაეხმარონ ამერიკელებს. თვით „ზღვების მბრძანებელი“ ბრიტანეთიც კი მზად არის, თავისი Type 45-ის კლასის ესმინეცი HMS Dragon-ი „ორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროპულ ძალისხმევაში მონაწილეობის მისაღებად“, მხოლოდ რეგიონში ცეცხლის სრულად შეწყვეტის შემდეგ გაგზავნოს.
ამასთანავე, თეირანი დაიმუქრა, რომ ორმუზის სრუტეს სამუდამოდ ჩაკეტავს იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც გაეროში აშშ-ს ანტიირანულ რეზოლუციებს დაუჭერენ მხარს. უკიდურესად საშიშად კი თავად რეზოლუციებიც მიიჩნევა.
შექმნილ რთულ ვითარებაში, კასპიის ზღვა ორმუზის სტრატეგიულ „დუბლიორად“ იქცევა, რომელიც აშშ-სა და ნატოს რადარებისთვის უხილავია. The New York Times-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ კასპიის გავლით, რუსეთიდან მიწოდებების წყალობით, ირანი სწრაფად აღადგენს დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების არსენალს. პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორი და ირანისა და რუსეთის საკითხების სპეციალისტი ნიკოლ გრაევსკი კასპიის ზღვას „სანქციებისა და სამხედრო მიწოდებების გვერდის ავლისთვის იდეალურ სივრცედ“ მიიჩნევს.
ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ლუკ კოფიმ დაადასტურა, რომ „ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის კასპია გეოპოლიტიკური შავი ხვრელია. თითქოს, ის საერთოდ არ არსებობს“. ეს „კრიტიკული რგოლი“ ვაშინგტონში პანიკას იწვევს. კასპიური მარშრუტი თეირანისთვის აუცილებელი ტექნოლოგიებისა და კომპონენტების უსაფრთხო მიღების ალტერნატივაა და ამავე დროს, დარტყმა აშშ-ს პრესტიჟზე, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკონომიკური სანქციებით ირანის იზოლირებას ცდილობდა.
მოსკოვი და თეირანი კასპიურ თანამშრომლობას განსაკუთრებით არ ახმაურებენ. თუმცა, ირანის კვების მრეწველობის ასოციაციის ხელმძღვანელმა მოჰამად რეზა მორტაზავიმ სახელმწიფო ტელეკომპანია IRIB-ს განუცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა სურსათის იმპორტს აქტიურად გადაამისამართებს კასპიის გავლით. რუსეთის საპორტო სტატისტიკა კასპიური ტვირთბრუნვის ზრდაზე მიუთითებს. ტრამპი სასოწარკვეთაშია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე