https://sputnik-georgia.com/20260513/bzikebi-evrovizia-2026-pinalshi-ver-gavidnen-298610096.html
საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Bzikebi „ევროვიზია 2026"-ს გამოეთიშა
საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Bzikebi „ევროვიზია 2026"-ს გამოეთიშა
Sputnik საქართველო
ქართველი მონაწილეები, რომლებმაც საბავშვო „ევროვიზია“ 2008 წელს მოიგეს, სცენაზე მეექვსე ნომრად გამოვიდნენ და კომპოზიციით On Replay შეასრულეს 13.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-13T10:17+0400
2026-05-13T10:17+0400
2026-05-13T10:17+0400
საქართველო
ევროვიზია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1c/297846220_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_cbe95dcb5dd001507039497f13d94097.png
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ქართული ჯგუფი „ბზიკები“(Bzikebi) საერთაშორისო სიმღერის კონკურს „ევროვიზია 2026"-ის ფინალში ვერ გავიდა.ჯგუფი მსმენელის წინაშე კონკურსის პირველ ნახევარფინალში წარდგა, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 12 მაისს გაიმართა.ქართველი მონაწილეები, რომლებმაც საბავშვო „ევროვიზია“ 2008 წელს მოიგეს, სცენაზე მეექვსე ნომრად გამოვიდნენ და კომპოზიციით On Replay შეასრულეს. წელს „ევროვიზია“ ვენაში 12,14 და 16 მაისს იმართება. კონკურსში მონაწილეობას 35 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს.სიმღერა On Replay-ის ავტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი კი ლიზი ჯაფარიძეს ეკუთვნის. ვიდეოკლიპი თემაზე „ხელოვნური ინტელექტი და დამიანის როლი თანამედროვე ეპოქაში“ რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა გადაიღო. მაყურებლის გადაწყვეტილებით, კონკურსის ფინალში გადავიდნენ: საბერძნეთი, ფინეთი, ბელგია, შვედეთი, მოლდოვა, ისრაელი, სერბეთი, ხორვატია, ლიეტუვა და პოლონეთი.„ევროვიზია 2026"-ის ფინალურ კონკურსზე 25 ქვეყანა იმღერებს. აქედან მეორე ათი ქვეყანა 14 მაისს, მეორე ნახევარფინალიდან გადავა ფინალში. ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა ავსტრია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.რა ვიცით Bzikebi-ის შესახებ?მუსიკალური ჯგუფ Bzikebi-ის წევრები არიან გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი. მათ პოპულარობა ბავშვობაში მოიპოვეს, როდესაც 2008 წელს საქართველოს სახელით „საბავშვო ევროვიზიის" კონკურსში გაიმარჯვეს.ჯგუფი 2008 წელს თბილისში ჩამოყალიბდა. მისი წევრები თავდაპირველად „საბავშვო ევროვიზიის" შიდაშესარჩევ კონკურსზე ინდივიდუალურად წარდგნენ, თუმცა, ჟიურის გადაწყვეტილებით, ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ. იმ პერიოდში „ბზიკები“ კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეები, 10 წლისანი იყვნენ.მუსიკალურ საქმიანობაში დაახლოებით 18-წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფი „ბზიკები“ სცენაზე დაბრუნდა - ახალი მუსიკალური ხედვით და კრეატიული სტილით.გასულ წელს „ევროვიზიაზე" საქართველო მომღერალმა მარიამ შენგელიამ წარადგინა, რომელიც, სამწუხაროდ, ფინალში ვერ გავიდა.„ევროვიზიაზე" საქართველოს დებიუტი 2007 წელს შედგა. საქართველოს წარმომადგენლებმა ორჯერ მოახერხეს ფინალში მეცხრე ადგილის დაკავება: 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ სიმღერით Shine და 2011 წელს Eldrine-მა სიმღერით One More Day. ეს შედეგი საუკეთესოდ ითვლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1c/297846220_240:0:2324:1563_1920x0_80_0_0_b36c94797fd306eca7a0ef0a91a3cc64.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევროვიზია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ევროვიზია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Bzikebi „ევროვიზია 2026"-ს გამოეთიშა
ქართველი მონაწილეები, რომლებმაც საბავშვო „ევროვიზია“ 2008 წელს მოიგეს, სცენაზე მეექვსე ნომრად გამოვიდნენ და კომპოზიციით On Replay შეასრულეს
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ქართული ჯგუფი „ბზიკები“(Bzikebi) საერთაშორისო სიმღერის კონკურს „ევროვიზია 2026"-ის ფინალში ვერ გავიდა.
ჯგუფი მსმენელის წინაშე კონკურსის პირველ ნახევარფინალში წარდგა, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 12 მაისს გაიმართა.
ქართველი მონაწილეები, რომლებმაც საბავშვო „ევროვიზია“ 2008 წელს მოიგეს, სცენაზე მეექვსე ნომრად გამოვიდნენ და კომპოზიციით On Replay შეასრულეს. წელს „ევროვიზია“ ვენაში 12,14 და 16 მაისს იმართება. კონკურსში მონაწილეობას 35 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს.
სიმღერა On Replay-ის ავტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი კი ლიზი ჯაფარიძეს ეკუთვნის. ვიდეოკლიპი თემაზე „ხელოვნური ინტელექტი და დამიანის როლი თანამედროვე ეპოქაში“ რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა გადაიღო.
მაყურებლის გადაწყვეტილებით, კონკურსის ფინალში გადავიდნენ: საბერძნეთი, ფინეთი, ბელგია, შვედეთი, მოლდოვა, ისრაელი, სერბეთი, ხორვატია, ლიეტუვა და პოლონეთი.
„ევროვიზია 2026"-ის ფინალურ კონკურსზე 25 ქვეყანა იმღერებს. აქედან მეორე ათი ქვეყანა 14 მაისს, მეორე ნახევარფინალიდან გადავა ფინალში. ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა ავსტრია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.
რა ვიცით Bzikebi-ის შესახებ?
მუსიკალური ჯგუფ Bzikebi-ის წევრები არიან გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი. მათ პოპულარობა ბავშვობაში მოიპოვეს, როდესაც 2008 წელს საქართველოს სახელით „საბავშვო ევროვიზიის" კონკურსში გაიმარჯვეს.
ჯგუფი 2008 წელს თბილისში ჩამოყალიბდა. მისი წევრები თავდაპირველად „საბავშვო ევროვიზიის" შიდაშესარჩევ კონკურსზე ინდივიდუალურად წარდგნენ, თუმცა, ჟიურის გადაწყვეტილებით, ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ. იმ პერიოდში „ბზიკები“ კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეები, 10 წლისანი იყვნენ.
მუსიკალურ საქმიანობაში დაახლოებით 18-წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფი „ბზიკები“ სცენაზე დაბრუნდა - ახალი მუსიკალური ხედვით და კრეატიული სტილით.
გასულ წელს „ევროვიზიაზე" საქართველო მომღერალმა მარიამ შენგელიამ წარადგინა, რომელიც, სამწუხაროდ, ფინალში ვერ გავიდა.
„ევროვიზიაზე" საქართველოს დებიუტი 2007 წელს შედგა. საქართველოს წარმომადგენლებმა ორჯერ მოახერხეს ფინალში მეცხრე ადგილის დაკავება: 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ სიმღერით Shine და 2011 წელს Eldrine-მა სიმღერით One More Day. ეს შედეგი საუკეთესოდ ითვლება.