https://sputnik-georgia.com/20260513/bordjomshi-xetkis-sanitaruli-chra-mimdinareobs-298615305.html
ბორჯომში ხეტყის სანიტარული ჭრა ხორციელდება
ბორჯომში ხეტყის სანიტარული ჭრა ხორციელდება
Sputnik საქართველო
ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარულ ჭრებს სისტემატურად ახორციელებს, ამასთან ხდება ტერიტორიის გაწმენდა სტიქიის შედეგად დაზიანებული და... 13.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-13T17:00+0400
2026-05-13T17:00+0400
2026-05-13T17:00+0400
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ხეტყის სანიტარული ჭრები ხორციელდება, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში. უწყების ცნობით, სანიტარული ჭრები მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ხორციელდება. სანიტარული ჭრების დანიშნულება დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღებაა. ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება მავნებელ-დაავადებების გავრცელებას განაპირობებს.ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარულ ჭრებს სისტემატურად ახორციელებს, აგრეთვე ხდება ტერიტორიის გაწმენდა სტიქიის შედეგად დაზიანებული და წაქცეული ხეებისაგან. სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში მასიურადაა გავრცელებული მავნებელი -მბეჭდავი ქერქიჭამია (Ipstypographus), რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხეტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი.როგორც უწყებაში განმარტეს, მბეჭდავი ქერქიჭამიას მონიტორინგს სააგენტო ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებითაც ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მისი პოპულაციის დინამიკის შეფასებასა და მართვის ღონისძიებების დაგეგმვას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს ტყის ბუნებრივი რეგენერაციის პროცესს, ამცირებს მავნებლების გავრცელების, დაავადებებისა და ხანძრის გაჩენის რისკებს, რაც ტყის ეკოსისტემების სიჯანსაღისა და მდგრადობის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
ბორჯომში ხეტყის სანიტარული ჭრა ხორციელდება
ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარულ ჭრებს სისტემატურად ახორციელებს, ამასთან ხდება ტერიტორიის გაწმენდა სტიქიის შედეგად დაზიანებული და წაქცეული ხეებისაგან.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ხეტყის სანიტარული ჭრები ხორციელდება, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, სანიტარული ჭრები მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ხორციელდება. სანიტარული ჭრების დანიშნულება დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღებაა. ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება მავნებელ-დაავადებების გავრცელებას განაპირობებს.
„მავნებელთან ბრძოლის მნიშვნელოვანი მეთოდია სანიტარული ჭრები, რაც ტერიტორიიდან დაზიანებული ხეების დროულ გამოტანას გულისხმობს, რითაც მცირდება მავნებლის გამრავლების წყარო“, -ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარულ ჭრებს სისტემატურად ახორციელებს, აგრეთვე ხდება ტერიტორიის გაწმენდა სტიქიის შედეგად დაზიანებული და წაქცეული ხეებისაგან.
სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში მასიურადაა გავრცელებული მავნებელი -მბეჭდავი ქერქიჭამია (Ipstypographus), რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხეტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი.
როგორც უწყებაში განმარტეს, მბეჭდავი ქერქიჭამიას მონიტორინგს სააგენტო ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებითაც ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მისი პოპულაციის დინამიკის შეფასებასა და მართვის ღონისძიებების დაგეგმვას.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს ტყის ბუნებრივი რეგენერაციის პროცესს, ამცირებს მავნებლების გავრცელების, დაავადებებისა და ხანძრის გაჩენის რისკებს, რაც ტყის ეკოსისტემების სიჯანსაღისა და მდგრადობის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი.