Air Astana საქართველოში ფრენების სიხშირეს ზრდის

© photo: Sputnik Air Astana
 Air Astana - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2026
გამოწერა
ზაფხულის სეზონზე რეისების რაოდენობა კვირაში 6-დან 22-24-მდე გაიზრდება
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ყაზახური ეროვნული ავიაკომპანია Air Astana საქართველოში რეისების რაოდენობას კვირაში 24-მდე ზრდის, განაცხადა კავკასიაში Air Astana-ს რეგიონულმა გენერალურმა მენეჯერმა კარლიგაშ ომურბაევამ პირველი არხის ეთერში.
ომურბაევას თქმით, ავიაკომპანიას საქართველოსთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. ყოველწლიურად, ზაფხულის სეზონზე, Air Astana მნიშვნელოვნად ზრდის რეისების რაოდენობას.
„თუ ზამთარში კვირაში ექვს რეისს ვახორციელებთ, ზაფხულის თვეებში ეს რიცხვი თანდათან იზრდება და ივნისსა და ივლისში 22 რეისს აღწევს. წელს სიხშირე ორი რეისით გავზარდეთ და ჩვენი ფრენების საერთო რაოდენობა კვირაში 24-მდე გაიზარდა“, - განაცხადა ომურბაევამ.
გარდა ამისა, ავიაკომპანიის წარმომადგენლის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ამ ზაფხულიდან Air Astana ე.წ. კოდის გაზიარების შეთანხმების (ერთი კომპანიის თვითმფრინავის ერთობლივი გამოყენება - რედ.) ფარგლებში დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია FlyArystan-თან თანამშრომლობას გეგმავს.
დაემატება ორი ახალი მარშრუტი: ალმათი-ქუთაისი და ასტანა-ქუთაისი, სადაც ოპერატორი FlyArystan-ი, ხოლო მარკეტინგული გადამზიდავი - Air Astana იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0