https://sputnik-georgia.com/20260513/18-metriani-avtobusi-axal-marshrutze-gava-298615540.html
18-მეტრიანი ავტობუსი მგზავრებს კიდევ ერთ მარშრუტზე მოემსახურება
18-მეტრიანი ავტობუსი მგზავრებს კიდევ ერთ მარშრუტზე მოემსახურება
Sputnik საქართველო
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და... 13.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-13T17:27+0400
2026-05-13T17:27+0400
2026-05-13T17:27+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250833907_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_5828a5e50f500b8eb1bcadf9f067f9e2.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. N304 მარშრუტზე, რომელიც გლდანიდან საბურთალოზე, სახელმწიფო უნივერსისტეტის მაღლივ კორპუსამდე მიდის, 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. როგორც კალაძემ აღნიშნა, სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, მოქალაქეთა თხოვნის გათვალისწინებით, განაგრძობს მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტების ცვლილებას.მისი თქმით, ახალი სატრანსპორტო საშუალებების ხაზზე გაშვება მნიშვნელოვნად განტვირთავს ამ მიმართულებაზე მგზავრთა ნაკადს, განსაკუთრებით კი სტუდენტებს შეუმსუბუქებს გადაადგილებას.როგორც კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სამომავლოდ დაგეგმილია დამატებით 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვა, ახალი ავტობუსების მარშრუტებზე გასვლის პარალელურად კი გამოთავისუფლებული რესურსი ყველა პრიორიტეტულ მიმართულებაზე გადანაწილდება. ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მუშაობს და გათვლილია 162 მგზავრზე (43 დასაჯდომი ადგილით). ტრანსპორტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. გარდა ამისა, ავტობუსებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. დედაქალაქის მერიამ MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვისთვის 259 მილიონი ლარის სახელშეკრულებო ვალდებულება გააფორმა, ხოლო მათი სრულფასოვანი ტექნიკური მომსახურებისთვის აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარედ 60 მილიონი ლარის ღირებულების ახალი, სპეციალიზებული ავტობაზა შენდება.თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს საცობებისგან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250833907_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7ae80bc61b9ae2c2cf28304d2ed14283.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
18-მეტრიანი ავტობუსი მგზავრებს კიდევ ერთ მარშრუტზე მოემსახურება
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს საცობებისგან.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. N304 მარშრუტზე, რომელიც გლდანიდან საბურთალოზე, სახელმწიფო უნივერსისტეტის მაღლივ კორპუსამდე მიდის, 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, მოქალაქეთა თხოვნის გათვალისწინებით, განაგრძობს მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტების ცვლილებას.
„ცვლილება შეგვაქვს ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ქავთარაძის ქუჩის გავლით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის - N304 მარშრუტში. აღნიშნულ მარშრუტზე 16 მაისიდან 12-მეტრიანი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება გერმანული MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსებით“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ახალი სატრანსპორტო საშუალებების ხაზზე გაშვება მნიშვნელოვნად განტვირთავს ამ მიმართულებაზე მგზავრთა ნაკადს, განსაკუთრებით კი სტუდენტებს შეუმსუბუქებს გადაადგილებას.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სამომავლოდ დაგეგმილია დამატებით 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვა, ახალი ავტობუსების მარშრუტებზე გასვლის პარალელურად კი გამოთავისუფლებული რესურსი ყველა პრიორიტეტულ მიმართულებაზე გადანაწილდება.
ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მუშაობს და გათვლილია 162 მგზავრზე (43 დასაჯდომი ადგილით). ტრანსპორტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.
გარდა ამისა, ავტობუსებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
დედაქალაქის მერიამ MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვისთვის 259 მილიონი ლარის სახელშეკრულებო ვალდებულება გააფორმა, ხოლო მათი სრულფასოვანი ტექნიკური მომსახურებისთვის აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარედ 60 მილიონი ლარის ღირებულების ახალი, სპეციალიზებული ავტობაზა შენდება.
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს საცობებისგან.