14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

© photo: courtesy of Azerbaijan Highway State Agencyგზის სარემონტო სამუშაოები
გზის სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2026
გამოწერა
შეზღუდვის დაწესების მიზეზი გზის მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე 14 მაისიდან ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეზღუდვის დაწესების მიზეზი გზის მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
„სამუშაოების წარმოების მიზნით, 2026 წლის 14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე ორივე მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ნიგვზიანის წრიულიდან, ხოლო სამტრედიის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი - სუფსის წრიულიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზით ისარგებლებს.
ყველა ახალი ამბავი
0