მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სპეციალური სამხედრო ოპერაციის შეჩერება კიევის გადაწყვეტილებას შეუძლია - პესკოვი

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2026
გამოწერა
ადრე კრემლმა კონფლიქტის აქტიური ფაზის დასრულების კონკრეტული პირობა დაასახელა: უკრაინული ჯარების გაყვანა დონბასიდან.
თბილისი, 12 მაისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყდეს, თუ უკრაინული მხარე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ის (სსო) შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეწყდეს, როგორც კი კიევის რეჟიმი და (ვოლოდიმირ ზელენსკი) პასუხისმგებლობას აიღებს და საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებს. რა გადაწყვეტილებებია მისაღები, ეს კიევმა კარგად იცის“, - თქვა პესკოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული ზავი, რომელიც 8-დან 11 მაისამდე იყო ძალაში, დასრულდა და ოპერაცია გრძელდება. პესკოვმა დაადასტურა, რომ მოსკოვი კვლავ ღიაა უკრაინული კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით კონტაქტებისთვის და დადებითად აფასებს აშშ-ს შუამავლობის ძალისხმევას.
ადრე კრემლმა კონფლიქტის აქტიური ფაზის დასრულების კონკრეტული პირობა დაასახელა: უკრაინული ჯარების გაყვანა დონბასიდან. არსებული ინფორმაციით, ეს ნაბიჯი შექმნიდა შესაძლებლობას პოლიტიკური და დიპლომატიური დარეგულირებისთვის, მაგრამ მის განსახორციელებლად ზელენსკიმ საკუთარ თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
ყველა ახალი ამბავი
0