საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III საპატრიარქო ტახტზე ავიდა

© photo: Sputnikშიო მესამე
შიო მესამე - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2026
გამოწერა
წმინდა სინოდმა 11 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია.
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III საპატრიარქო ტახტზე ავიდა - ამ წუთებში მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ამ წუთებში ინტრონიზაციის ცერემონია სრულდება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 11 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. მას ხმა 22-მა მღვდელმთავარმა მისცა, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა მიიღო ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი – შვიდი ხმა.
გაფართოებულ კრებაში მონაწილეობა წმინდა სინოდის ყველა წევრმა მიიღო - 39-ვე არქიეპისკოპოსმა.
კენჭისყრის პროცესი და შედეგების გამოცხადება პირდაპირ ეთერში გაშუქდა, ხოლო ხმების დათვლა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ყველა ახალი ამბავი
0