საქართველო ევროვიზია-2026-ზე: Bzikebi 12 მაისს წარდგებიან

© Eurovision Georgia • 1tv.geBzikebi
Bzikebi - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2026
გამოწერა
ფინალში გასასვლელად „ბზიკები“ უნდა მოხვდნენ საუკეთესოთა ათეულში - ჟიურის და ტელემაყურებელთა კენჭისყრის შედეგად.
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ქართული ჯგუფი „ბზიკები“(Bzikebi) წარდგება სიმღერის კონკურს „ევროვიზია 2026"-ის პირველ ნახევარფინალში, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 12 მაისს გაიმართება.
ქართველი მონაწილეები, რომლებმაც საბავშვო „ევროვიზია“ 2008 წელს მოიგეს, სცენაზე მეექვსე ნომრად გამოვლენ კომპოზიციით On Replay. წელს „ევროვიზია“ ვენაში 12,14 და 16 მაისს გაიმართება. კონკურსში მონაწილეობას 35 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.
ფინალში გასასვლელად მონაწილეები უნდა მოხვდნენ საუკეთესოთა ათეულში - ჟიურის და ტელემაყურებელთა კენჭისყრის შედეგად.
ქართველმა კონკურსანტებმა უკვე გაიარეს გენერალური რეპეტიცია საერთაშორისო ჟიურისთვის, რომლის შეფასება შემაჯამებელ შედეგში 50%-ს შეადგენს. დანარჩენი ხმები მაყურებლის მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული.
პირველი ნახევარფინალის პირდაპირი ტრანსლაცია თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი კი დაწერა ლიზი ჯაფარიძემ, ის უფრო ცნობილია როგორც Lizi Pop-ი. ვიდეოკლიპი რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა გადაიღო. კლიპის თემაა „ხელოვნური ინტელექტი და დამიანის როლი თანამედროვე ეპოქაში“.
© Eurovision Georgia • 1tv.geBzikebi
Bzikebi (Бзикеби), представители Грузии на Евровидении 2026 - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2026
Bzikebi
რა ვიცით Bzikebi-ის შესახებ?
მუსიკალური ჯგუფ Bzikebi-ის წევრები არიან გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი. მათ პოპულარობა ბავშვობაში მოიპოვეს, როდესაც 2008 წელს საქართველოს სახელით „საბავშვო ევროვიზიის" კონკურსში გაიმარჯვეს.
ჯგუფი 2008 წელს თბილისში ჩამოყალიბდა. მისი წევრები თავდაპირველად „საბავშვო ევროვიზიის" შიდაშესარჩევ კონკურსზე ინდივიდუალურად წარდგნენ, თუმცა, ჟიურის გადაწყვეტილებით, ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ. იმ პერიოდში „ბზიკები“ კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეები, 10 წლისანი იყვნენ.
© Courtesy of Eurovision Georgiaჯგუფი „ბზიკები“
Группа Бзикеби — представители Грузии на Евровидении-2026 - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2026
ჯგუფი „ბზიკები“
მუსიკალურ საქმიანობაში დაახლოებით 18-წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფი „ბზიკები“ სცენაზე დაბრუნდა - ახალი მუსიკალური ხედვით და კრეატიული სტილით.
გასულ წელს „ევროვიზიაზე" საქართველო მომღერალმა მარიამ შენგელიამ წარადგინა, რომელიც, სამწუხაროდ, ფინალში ვერ გავიდა.
„ევროვიზიაზე" საქართველოს დებიუტი 2007 წელს შედგა. საქართველოს წარმომადგენლებმა ორჯერ მოახერხეს ფინალში მეცხრე ადგილის დაკავება: 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ სიმღერით Shine და 2011 წელს Eldrine-მა სიმღერით One More Day. ეს შედეგი საუკეთესოდ ითვლება.
ყველა ახალი ამბავი
0