https://sputnik-georgia.com/20260512/sapatriarqo-imsjelebs-xelisuflebastan-saprotesto-aqciebze-dakavebulta-gatavisuflebaze-298584440.html
საპატრიარქო იმსჯელებს ხელისუფლებასთან საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა შეწყალებაზე
საპატრიარქო იმსჯელებს ხელისუფლებასთან საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა შეწყალებაზე
Sputnik საქართველო
საპატრიარქოს ინიციატივას მხარს უჭერს ქვეყნის სახალხო დამცველიც. 12.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-12T12:52+0400
2026-05-12T12:52+0400
2026-05-12T12:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს სახალხო დამცველი
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251571551_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_b0c4cf12a1977f3744c2a2fff6d95bad.jpg
თბილისი, 12 მაისი - Sputnik. საქართველოს საპატრიარქო კვლავ დააყენებს ხელისუფლებასთან პატიმრების შეწყალების საკითს - საუბარია საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირებზე, განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.ადრე, 9 აპრილს, ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ, ე.წ. „სინდისის პატიმრების“ საკითხი გადაიხედება. ქართული ოპოზიციის თქმით, ეს პირები პოლიტიკური პატიმრები არიან.„მე მაშინ ვთქვი, რომ კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან, გიდასტურებთ, ასე იქნება. ახლა ძალიან რთულია გეგმებზე ლაპარაკი, როდის რა იქნება. ჩვენ ახლა ბევრი რამე გვაქვს მოსაწესრიგებელი. გეუბნებით, რომ ეს იქნება“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.ამ საკითს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა რომ ემხრობა ადამიანების ვადამდელ გათავისუფლებას და შეწყალებას - ყველა იმ მექანიზმს, რომელიც პატიმრებს ვადაზე ადრე ციხის დატოვებაში ეხმარება.„ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია. მე მომხრე ვარ როგორც ჰუმანური მიდგომის, ისე სასჯელების შემსუბუქების. ადამიანების ვადაზე ადრე გათავისუფლების, შეწყალების – ყველა იმ მექანიზმის, რომელიც ხელს უწყობს, ადამიანებმა ვადაზე ადრე დატოვონ საპყრობილე. რა თქმა უნდა, იმ ადამიანების მიმართადაც იგივე დამოკიდებულება მაქვს, ვინც ახლა სასჯელს იხდის“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში რამდენიმე ასეული პოლიტპატიმარია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები არიან.საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის დეკემბრამდე საპროტესტო აქციების დარბევის დროს პოლიციის ქმედებების შედეგად დაზარალებულად 149 ადამიანი ცნო.პროტესტი თბილისში2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო.მომიტინგეებმა მთავრობა ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით ამას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა: დაკავებული პირების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების, გზების უსაფუძვლო ბლოკირების, ნიღბების ტარების აკრძალვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და თავისუფლების აღკვეთის ვადის გაზრდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251571551_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_f5c791104637872026d752718d07886b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს სახალხო დამცველი, საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს სახალხო დამცველი, საპროტესტო აქციები თბილისში
საპატრიარქო იმსჯელებს ხელისუფლებასთან საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა შეწყალებაზე
საპატრიარქოს ინიციატივას მხარს უჭერს ქვეყნის სახალხო დამცველიც.
თბილისი, 12 მაისი - Sputnik. საქართველოს საპატრიარქო კვლავ დააყენებს ხელისუფლებასთან პატიმრების შეწყალების საკითს - საუბარია საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირებზე, განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ადრე, 9 აპრილს, ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ, ე.წ. „სინდისის პატიმრების“ საკითხი გადაიხედება. ქართული ოპოზიციის თქმით, ეს პირები პოლიტიკური პატიმრები არიან.
„მე მაშინ ვთქვი, რომ კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან, გიდასტურებთ, ასე იქნება. ახლა ძალიან რთულია გეგმებზე ლაპარაკი, როდის რა იქნება. ჩვენ ახლა ბევრი რამე გვაქვს მოსაწესრიგებელი. გეუბნებით, რომ ეს იქნება“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
ამ საკითს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა რომ ემხრობა ადამიანების ვადამდელ გათავისუფლებას და შეწყალებას - ყველა იმ მექანიზმს, რომელიც პატიმრებს ვადაზე ადრე ციხის დატოვებაში ეხმარება.
„ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია. მე მომხრე ვარ როგორც ჰუმანური მიდგომის, ისე სასჯელების შემსუბუქების. ადამიანების ვადაზე ადრე გათავისუფლების, შეწყალების – ყველა იმ მექანიზმის, რომელიც ხელს უწყობს, ადამიანებმა ვადაზე ადრე დატოვონ საპყრობილე. რა თქმა უნდა, იმ ადამიანების მიმართადაც იგივე დამოკიდებულება მაქვს, ვინც ახლა სასჯელს იხდის“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში რამდენიმე ასეული პოლიტპატიმარია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები არიან.
საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის დეკემბრამდე საპროტესტო აქციების დარბევის დროს პოლიციის ქმედებების შედეგად დაზარალებულად 149 ადამიანი ცნო.
2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო.
მომიტინგეებმა მთავრობა ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით ამას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა: დაკავებული პირების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების, გზების უსაფუძვლო ბლოკირების, ნიღბების ტარების აკრძალვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და თავისუფლების აღკვეთის ვადის გაზრდა.